მეცნიერული თეორიები და ღმერთის არსებობა

მეცნიერული თეორიები და ღმერთის არსებობა

ბაქარ ქავთარაძე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში.

 

საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის წიგნი „თომა აქვინელის 5 არგუმენტი თეისტური ფილოსოფიის სასარგებლოდ“.

 

იხ. ლინკი: – https://akti.ge/ka/book-read/144

მეცნიერული თეორიებისა და ღმერთის არსებობის ურთიერთმიმართების საკითხი, ძალიან რთული და ჩახლართულია. ამ საკითხზე უამრავი სტატია და წიგნი დაწერილა1, ისევე როგორც ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი, დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ეს კი შემდეგს ნიშნავს. ამ საკითხზე იმდენი დაწერილა და იმდენი ურთიერთგამომრიცხავი აზრია გამოთქმული, რომ ადამიანი, ჩაიკარგება ამ ზღვა ინფორმაციებში და გაუჭირდება ამ საკითხის სწორად აღქმა, თუ ის, რაღაც დოზით მაინც ვერ ერკვევა მეცნიერებაში, თეოლოგიაში, ფილოსოფიაში ან ლოგიკაში. შესაბამისად, რადგან ეს საკითხი ძალიან რთულია, ამ სტატიით, მიზნად ვისახავთ, მოკლედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ამ საკითხის შესახებ სწორი შეხედულება.

 

მეცნიერულ თეორიებსა (ბაზისურად ევოლუციის და დიდი აფეთქების თეორია) და ღმერთის (ღმერთის  თეისტური იდეა2) არსებობას შორის, არსებობს მრავალი სახის მიმართება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თეოლოგიურ და ფილოსოფიურ კონტექსტში, არსებობს მეცნიერული თეორიების 7 სახის ინტერპრეტაცია. კერძოდ: 1. მეცნიერული თეორია, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთი არსებობს. 2. მეცნიერული თეორიის თეისტური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ათეისტურ-ნატურალისტური. 3. მეცნიერული თეორია პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს. 4. მეცნიერული თეორიის ათეისტურ-ნატურალისტური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე მისი თეისტური ინტერპრეტაცია. 5. მეცნიერული თეორია, არაფერს ამბობს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. 6. ღმერთის არსებობა-არარსებობაზე, გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის არა მეცნიერული თეორია, არამედ მისი ინტერპრეტაცია, რომელიც ასევე მეცნიერულია. 7. ღმერთის არსებობა-არარსებობაზე, გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის არა მეცნიერული თეორია, არამედ მისი ინტერპრეტაცია, რომელიც ფილოსოფიურ-თეოლოგიურია.

 

ჩამოვთვალეთ მეცნიერული თეორიის 7 განსხვავებული ინტერპრეტაცია. ამ ინტერპრეტაციის ჩამოთვლის შემდეგ კი, დროა დავსვათ დროული კითხვა: რომელი შეხედულება არის სწორი? ამ კითხვაზე, ჩვენი პასუხი შემდეგია: პირველი და მესამე ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან მეცნიერული თეორია არაფერს ამბობს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. მაგალითად: დიდი აფეთქების თეორია, საუბრობს კოსმოსის წარმოშობაზე და არა ღმერთზე. შესაბამისად, თუ მეცნიერულმა თეორიამ, რაიმე თქვა ღმერთზე, მაშინ ის იქნება თეოლოგიურ-ფილოსოფიური თეორია და არა მეცნიერული, რადგან ღმერთის არსებობა-არარსებობას, არ იკვლევს მეცნიერების არცერთი დარგი3. მეორე და მეოთხე ინტერპრეტაციაზე კი შემდეგს ვიტყვით: ის მეცნიერული, ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ მეცნიერული მონაცემების თეისტური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ათეისტურ-ნატურალისტური. სანამ, ამ დებულების დასაბუთებაზე გადავალთ, მანამდე განვიხილოთ სხვა ინტერპრეტაციები. მეექვსე თეორია ნაწილობრივ სწორია, ნაწილობრივ კი არა. კერძოდ, ის, რომ მეცნიერული თეორია ინტერპრეტაციის შემდეგ ამბობს რაიმეს ღმერთზე და არა ინტერპრეტაციამდე, ეს სწორია. მაგრამ, ის, რომ თავად ეს ინტერპრეტაციაა მეცნიერული უკვე არასწორია, რადგან როგორც ავღნიშნეთ, ღმერთის იდეის ნებისმიერ კონტექსტში გამოყენება არამეცნიერულია. მეშვიდე ინტერპრეტაციას კი სრულად ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული თეორიის ისეთი ინტერპრეტაცია, რომლიდანაც ღმერთის არსებობა, ან არარსებობა საბუთდება, ნამდვილად ფილოსოფიურ-თეოლოგიურია. ხოლო, მეხუთე თეორია სწორია, მაგრამ არა დამოუკიდებლად, არამედ მეორე და მეშვიდე თეორიებთან ორიგინალური სინთეზის დახმარებით. ამიტომ, სწორი არის მეორე, მეხუთე და მეშვიდე ინტერპრეტაციის სინთეზი. კერძოდ, ერთი მხრივ, მეცნიერული თეორია არაფერს ამბობს ღმერთზე. მეორე მხრივ, ღმერთზე რაიმეს ამბობს, მეცნიერული თეორიის ინტერპრეტაცია, რომელიც არის ფილოსოფიურ-თეოლოგიური და არა მეცნიერული. მეორე თეორია კი ამბობს, რომ მეცნიერული მონაცემების თეისტური ინტერპრეტაცია, რომელიც ფილოსოფიურ-თეოლოგიურია, უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ათეისტურ-ნატურალისტური. მას შემდეგ რაც ყველა თეორია განვიხილეთ და დავაზუსტეთ ის, თუ რომელი თეორიების სინთეზია სწორი, გადავალთ მეორე თეორიის ჭეშმარიტების დასაბუთებაზე. ამ თეორიის დასაბუთება, რომ მოვახდინოთ, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ შემდეგი დებულების სისწორე: ნებისმიერი მეცნიერული თეორია, ან საგანი, მოვლენა, რომელსაც მეცნიერი ასახელებს  კოსმოსის არსებობის, მისი არსებობის დაწყების, მასში წესრიგის არსებობის, სიცოცხლის წარმოშობის, მისი მრავალფეროვნების და კომპლექსური აგებულების საბოლოო ახსნად არასწორია, რადგან მხოლოდ ღმერთია ამ ფენომენების საბოლოო ახსნა4. აღნიშნული დებულების სისწორე რომ დავასაბუთოთ, განვიხილოთ ბაზისური მეცნიერული თეორიები, რომლებიც ათეისტი და ნატურალისტი მეცნიერების მიერ, მოაზრებულია, როგორც ამ ფენომენების საბოლოო ახსნა. ევოლუციის თეორია, არ არის ჩვენს მიერ ნახსენები ფენომენების საბოლოო ახსნა, რადგან ის ვერ ხსნის იმას, თუ რატომ არსებობს კოსმოსი, მასში ფიზიკური კანონები ასეთი და არა სხვანაირი, მასში პლანეტების ასეთი განლაგება, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს დედამიწაზე ევოლუციის მოხდენა. ასევე, ევოლუციის თეორია ვერ ხსნის იმას, თუ როგორ წარმოიშვა ნატურალური (არაგონიერი მიზეზი) მიზეზებით, ურთულესი სხეულებრივი აგებულების მქონე არსებები (ცხოველი, ადამიანი), როცა ნატურალური მიზეზებით, ადამიანზე ნაკლებ რთული საგნების (საათი, ტელეფონი, კომპიუტერი, მიკროსკოპი, ტელესკოპი და ა.შ.) არსებობის გამოწვევაც კი ვერ ხდება. თუ მეცნიერი (ათეისტი, აგნოსტიკოსი, ნატურალისტი) იტყვის, რომ სიცოცხლე გონიერი მიზეზით წარმოიშვა, მაგრამ ეს გონიერი მიზეზი არის არა ღმერთი, არამედ უცხოპლანეტელთა ცივილიზიცია, ესეც არ არის ამ ფენომენების საბოლოო ახსნა შემდეგი მიზეზი გამო. უცხოპლანეტელთა ცივილიზაცია ვერ იქნება 6 ფენომენის (კოსმოსის არსებობა, მისი არსებობის დაწყება, მასში წესრიგის არსებობა, სიცოცხლის წარმოშობა, მისი მრავალფეროვნება და კომპლექსური აგებულება) საბოლო ახსნა, რადგან დიდ აფეთქებამდე, ისინიც არ არსებობდნენ, არამედ მათ არსებობას დასაწყისი აქვს დროში და შესაბამისად, ისინი ვერ ხსნიან საკუთარ არსებობას, რადგან ის რაც არსებობას იწყებს, აქვს გარეგანი მიზეზი, რომელიც მისი არსებობის დაწყებას ხსნის. ასევე, უცხოპლანეტელთა არსებობა, ვერ ხსნის კოსმოსის არსებობას, რადგან ისინი არსებობენ კოსმოსის შიგნით და არ არიან, კოსმოსის არც შემნარჩუნებელი და არც შემქნელი პირველმიზეზი. თუ მეცნიერი იტყვის, რომ ამ ფენომენების საბოლოო ახსნა, არის მულტივერსი, რომელიც არსებობს, მარადიულიად, შეუქმნელად და ის არის ზემოთ ნახსენები 6 ფენომენის, არა მეორადი, არამედ საბოლოო ახსნა, ესეც არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო: 1. დიდი აფეთქების თეორიის კლასიკური მოდელი ამბობს, რომ მულტივერსაც დროში აქვს დასაწყისი, რის გამოც ის ვერ ხსნის საკუთარ არსებობას, რადგან ის რაც არსებობას იწყებს, ყოველთვის აქვს გარეგანი მიზეზი, რომელიც ხსნის მისი არსებობის დაწყებას. 2. თუნდაც, რომ მულტივერსი არსებობდეს მარადიულად, ის ვერ ხსნის იმას, თუ როგორ მიანიჭეს მათ, ადამიანს გონიერება, თავისუფალი ნება, მახსოვრობა, შეგრძნებები, რაიმეს სწორად გააზრების უნარი, როდესაც ისინი ამ თვისებებს არ ფლობენ არანაირი (რეალური, ვირტუალური ან პოტენციური ფორმით) ფორმით. კერძოდ, შედეგში ვერ აღმოჩნდება ისეთი რამე, რაც მის ტოტალურ მიზეზში (ან მიზეზებში) არ არსებობდა არანაირი ფორმით. კერძოდ, ის რაც მიზეზში არ იყო არანაირი ფორმით, ის ვერც შედეგში აღმოჩნდებოდა, რადგან მიზეზი ვერ მიანიჭებს შედეგს იმას, რასაც თავად არ ფლობს არანაირი ფორმით5. 3. მულტივერსი ვერ ხსნის საკუთარ არსებობას, რადგან ის არის შედგენილი (სამყარო შედება სამყარო შედგება, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დროის, სივრცის და მატერიისგან და ამიტომ, ის მოკლებულია ფიზიკურ, ან მეტაფიზიკურ სიმარტივეს) და შედგენილ საგანს ესაჭიროება შემდგენელი. კერძოდ, მულტივერსი შედგება მრავალი სამყაროსგან და თითოეული მასში შემავალი სამყარო, შედგება დროის, სივრცის და მატერიისგან. ამიტომ, შედგენილი საგანი ვერ ახსნის საკუთარ შედგენილობას, რადგან შედგენილ საგანს აქვს გარეგანი მიზეზი, ანუ შემდგენელი. ასე რომ, ფენომენის საბოლოო ახსნა ვერ იქნება ისეთი რამე რაც შედგენილია, არამედ ის უნდა იყოს ფიზიკურად და მეტაფიზიკურად მარტივი, რადგან სიმარტივეს აღარ ჭირდება გარეგანი მიზეზით ახსნა. 4. ასევე, ის რაც ზემოთ ნახსენებ 6 ფენომენს ხსნის, მან უნდა ახსნას ცვლილებაც, რადგან კოსმოსში არსებობს ცვლილება. მაგრამ, ცვლილებას ვერ ახსნის ის, რაც თავად ცვალებადია, შემდეგი მიზეზის გამო: თუ რაიმემ განიცადა ცვლილება, მან, ცვლილების დროს შეიძინა რაღაც ისეთი, რაც მანამდე მასში არ იყო. მაგრამ, რადგან ცვლილებამდე, ცვლილების შეძენის შემდგომ მიღებული მდგომარეობა, ან თვისება, მასში არ იყო, ის ვერ იქნება ამ ცვლილების მიზეზი თავად, რადგან საგანი, ვერ მიანიჭებს საკუთარ თავს ისეთ რამეს, რასაც მინიჭებამდე არ ფლობდა. მაგრამ, მულტივერსი სწორედ, რომ ცვალებადია, რადგან ჩვენ სამყაროში, რომელიც მულტივერსის ნაწილია, გამუდმებული ცვლილება მიმდინარეობს. ამიტომ, მულტივერსი, ვერ ხსნის ცვლილებას, რადგან თავადაც იცვლება. ამის გამო, ცვლილების საბოლოო ახნა ვერ იქნება ისეთი რამე, რაც თავად ცვალებადია, რადგან ცვალებადი საგნის ცვლილებასაც სჭირდება ახსნა, რომელიც ამ საგნის მიღმა უნდა არსებობდეს, რის გამოც ცვალებადი ვერ ხსნის ყველა ცვლილებას. სწორედ ამიტომ, არისტოტელე („მეტაფიზიკა“ წიგნი 12. „ფიზიკა“ წიგნი 8.) და მასზე დაყრდნობით, მოსე მაიმონიდი  („გზააბნეულთა მეგზური“ წიგნი 2. თავი. 1.) და თომა აქვინელი („თეოლოგიის შეჯამება“ 1.2.3. „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ წიგნი 1. თავი 13.) მართებულად ასაბუთებდნენ, რომ ცვლილების საბოლოო ახსნა, მხოლოდ უცვლელი უნდა იყოს, რომელიც არის უძრავიმამოძრავებელი და შესაბამისად ღმერთი. საბოლოო თეორია, რომელიც ზემოთ ნახსენები 6 ფენონენის საბოლოო ახსნას ისახავს მიზნად არის დიდი აფეთქების თეორია, რომელიც ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, სწორედ მისი დახმარებით წარმოიშვა. თუმცა, ეს თეორიაც ვერ იქნება საბოლოო ახსნა 6 ფენომენის რამდენიმე მიზეზი გამო. 1. დიდი აფეთქების თეორია ვერ ხსნის იმას, თუ რა იყო ამ მოვლენის მიზეზი. თუ მეცნიერი იტყვის, რომ მას მიზეზი არ ჰქონდა, ეს არასწორია, რადგან აფეთქება არის მოვლენა და შესაბამისად შედეგი, რომელსაც უნდა ქონდეს მიზეზი. ხოლო, თუ არ არის მიზეზი, არც შედეგი იქნება. ამიტომ, მიზეზს რომ არ ეარსება, არც შედეგი მოხდებოდა. მაგრამ, დიდი აფეთქება, როგორც მოვლენა და შედეგი მოხდა, რაც ასაბუთებს, რომ მას უნდა ჰქონოდა გარეგანი გამომწვევი მიზეზი, რომელიც ხსნის იმას, თუ რატომ მოხდა ეს მოვლენა. 2. თუ ვინმე იტყვის, რომ ამ მოვლენის მიზეზი იყო არაფრობა ესეც არასწორია, რადგან არაფრობა ვერ მიანიჭებს რაიმეს არსებობას, ფორმას, მრავალფეროვნებას, გონიერებას და სხვა, რადგან თავად მათ არ ფლობს არანაირი თვალსაზრისით. 3. თუ ვინმე იტყვის, რომ სამყარომ თავად შექმნა თავის თავი, ესეც არასწორია, რადგან A-მ რომ შექმნას B, ანუ მას რომ არსებობა მიანიჭოს, ჯერ უნდა არსებობდეს თავად A. მაგრამ, კოსმოსი, წარმოშობამდე არ არსებობდა და ამიტომ, ის ვერაფერს მიანიჭებდა არსებობას, რადგან წარმოშობამდე, თავად არ ფლობდა მას6. ამ ყოველივედან გამომდინარე, მეცნიერება დღემდე ვერ ასახელებს ისეთ თეორიას, რომელიც იქნება 6 ფენომენის საბოლოო ახსნა. თუმცა, აქ უნდა დავაზუსტოთ ერთი გარემოება. ის, რომ ჩვენ, მეცნიერული თეორიები გავაკრიტიკეთ, არ ნიშნავს, რომ მათ არ ვაღიარებთ. ამისგან განსხვავებით, ჩვენ მეცნიერულ თეორიას 2 შემთხვევაში მივიჩნევთ არასწორად: 1. თუ მეცნიერული თეორია, ფილოსოფიურად, ლოგიკურად, მეცნიერულად და აპოსტერიორულად არასწორია. 2. თუ მეცნიერული თეორია, მიზნად ისახავს წარმოადგინოს 6 ფენომენის არა მეორადი, არამედ საბოლოო ახსნა, რომელსაც თავად არ სჭირდება ახსნა. როგორც ვნახეთ, მეორე დებულების ჭეშმარიტება, ჩვენ უკვე დავასაბუთეთ. ამის გამო,  პირველი დებულების სისწორის მაგალითებით დასაბუთებაზე გადავალთ. მაგალითად: ევოლუციის თეორიის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ის ხსნის სიცოცხლის წარმოშობას და გართულებას ისე, რომ ამ პროცესის ახსნისას, არავითარ სუპერნატურალური (ღმერთი) მიზეზის არსებობას არ უშვებს, ლოგიკურად, ფილოსოფიურად და აპოსტერიორულად არასწორია (ამით ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რადგან სიცოცხლის წარმოშობა, ღმერთის  არსებობის დაშვების გარეშე ვერ იხსნება, ამის გამო მეცნიერმა, მეცნიერულ კონტექსტში ახსნას სიცოცხლის წარმოშობა ღმერთის ჰიპოტეზით. ამისგან განსხვავებით, მეცნიერმა, როგორც მორწმუნემ, ასევე ათეისტმა, ღმერთის ჰიპოტეზის გარეშე უნდა ახსნას სიცოცხლის წარმოშობა, თუ ის ამ საკითხს მეცნიერულად განიხილავს. მაგრამ, რადგან რაიმე ფენომენის ღმერთის გარეშე ახსნას ცდილობ, ისევე როგორც გაწყობს, რომ ის ღმერთის გარეშე აიხსნას, რადგან ათეისტი, ან აგნოსტიკოსი ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფენომენის მიზეზად დაასახელო აბსურდული საგანი, ან ფენომენი და ადამიანებს დააჯერო, რომ ის სწორია, რადგან გაწყობს, რომ ის სწორი იყოს. ამისგან განსხვავებით, უნდა დაასახლო წონადი თეორია, საგანი და ზოგადად მიზეზი, რომ მეცნიერულ კონტექსტში, ანუ ღმერთის იდეის დაშვების გარეშე ახსნა რაიმე). კერძოდ, ვინც ამ თეორიის ამგვარ ინტერპრეტაციას იზიარებს, ჩვენ მას დავუსვამთ ასეთ კითხვას: გინახავს თუ არა ოდესმე, დაშლილი საათის აწყობა ქარის დაბერვით? ამ კითხვაზე მისი პასუხი იქნება არა. თუ ის ასეთ პასუხს გაგვცემს, მაშინ ჩვენი მეორე კითხვა შემდეგია: რამდენად გონივრულია იმის რწმენა, რომ ადამიანის ტვინი, რომელიც საათზე გაცილებით რთულია, წარმოიშვა (თუნდაც, რომ მისი წარმოშობა და გართულება გაგრძელებულიყო მილიონობით წლები) და გართულდა მხოლოდ ნატურალური მიზეზებით (მუტაცია, ბუნებრივი გადარჩევა, გარემოსთან თანდათანობით შეგუება და .აშ.), თუ ტვინზე ნაკლებ რთული საგნების (ტელეფონი, საათი, მიკროსკოპი, ტელესკოპი და ა.შ.) არაგონიერი მიზეზით წარმოშობა და გართულება არავის უნახავს? ამ კითხვაზე ათეისტური პასუხი არ არსებობს. ასევე, ევოლუციის თეორიის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც ზემოთ წარმოვადგინეთ, წინააღმდეგობაში მოდის, არამარტო ზოგად მეცნიერულ პრინციპთან, არამედ თვით სციენტისტურ პრინციპთან, რომელიც ამბობს, რომ დებულება სწორია, თუ ის დაკვირვებით, ან ცდით დასტურდება. მაგრამ, რომელმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რთული საგნის არაგონიერი მიზეზით აწყობა შესაძლებელია, ან რომელმა ექსპერიმენტმა აჩვენა იგივე? პასუხი მარტივია, რომ არცერთმა. მეტიც, წარმოვიდგინოთ, რომ მეცნიერებმა, ლაბორატორიაში, სპეციალურად მოაწყვეს ისეთი გარემო, რომ შემდეგ მასში, ნატურალური მიზეზებით წარმოშობილიყო სიცოცხლე. როგორც ჩვემთვის ცნობილია, ეს მეცნიერებმა ჯერ ვერ მოახერხეს. მაგრამ, ეს რომც მოახერხონ, თავად ამით დამტკიცდება ის, რომ სიცოცხლის წარმოშობის მიზეზი გონიერია7. კერძოდ, ლაბორატორიაში არსებული ის სიტუაცია, რომელშიც, ნატურალური მიზეზებით წარმოიშვა სიცოცხლე, მეცნიერებმა მოაწყვეს თავიანთი გონებით. მაგრამ, მეცნიერები არიან გონიერი არსებები და მათ, რომ სწორედ ისე არ მოეწყოთ ყველა სიტუაცია, რომელიც სიცოცხლის წარმოშობას გახდიდა შესაძლებელს, სიცოცხლე არც წარმოიშვებოდა. შესაბამისად, ლაბორატორიაში წარმოშობილი სიცოცხლის საბოლოო მიზეზი იყო არა ნატურალური მიზეზები, არამედ გონიერი მიზეზი, ანუ მეცნიერები, რომლებმაც სპეციალურად შეარჩიეს ნატურალური მიზეზებიდან რამდენიმე, ისინი გონივრულად მოაქციეს გარკვეულ გარემოში,  და სწორედ ამიტომ წარმოიშვა სიცოცხლე. შესაბამისად, ევოლუციის თეორიის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ის სიცოცხლის წარმოშობას ხსნის, ჩვენ არ ვეთანხმები არა იმიტომ, რომ ეს არ გვაწყობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აბსურდულ დებულებას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავტორიტეტმა თქვა, არამედ ჩვენ ვაღიარებთ დებულებას, თუ ის არგუმენტებით არის დასაბუთებული. მეორე მხრივ, თუ ევოლუციის თეორიას, იმგვარ ინტერპრეტაციას გავუკეთებთ, რომ ის არასრულად ხსნის, უკვე წარმოშობილი სიცოცხლის გართულებას, ანუ იმის თქმა ეს თეორია, ამ გართულების მიზეზების ნაწილს ასახელებს, მაშინ მას ვეთანხმებით. იგივე მდგომარეობაა დიდი აფეთქების თეორიის შემთხვევაში. ის დებულება, რომ ეს თეორია, კოსმოსის წარმოშობას აღწერს და ის, რომ სამყაროს წარმოშობაზე, ახლანდელი შედეგები მიანიშნებენ სწორია. მაგრამ, ის დებულება, რომ სამყარომ თვითონ შექმნა თავისი თავი, ან ის შექმნა არაფრობამ, იმ შემთხვევაშიც აბსურდია, თუ ის უდიდესმა მეცნიერმა თქვა. როგორც მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი ჯონ ლენოქსი იტყოდა, სისულელე სისულელედ რჩება მაშინაც კი, თუ ის ბრწყინვალე მეცნიერმა თქვა8. შესაბამისად, მხოლოდ ღმერთს, რომელიც არის  უსხეულო, არამატერიალური, სრულყოფილი, მარტივი, ერთი, პიროვნული, წმინდა აქტუალობა, უცვლელი, შეუქმნელი, დაუსაბამო, დროის, სივრცის, მატერიის, კოსმოსის, მულტივერსის ტრანსცედენტური, შეგძნებადი საგნების და თავად შეგრძნებების მიღმიერი, ყოველივეს შემქნელი და შემნარჩუნებელი პირველმიზეზი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლადკეთილი და ყველგანმყოფი9, შეუძლია იყოს ზემოთ ნახსენები 6 ფენომენის ისეთი საბოლოო ახსნა, რომელიც ამ ფენომენებს ხსნის, საკუთარ თავსაც და იმასაც, თუ როგორ ხსნის  ამ ფენომენებს10.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თეისტ მოაზროვნეს, შესაძლებლობა აქვს მეცნიერს უთხრას შემდეგი: შენ თუ მეცნიერული ახსნებიდან არ გამოგაქვს დასკვნა, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ამ თეორიას, მე მეცნიერული და ფილოსოფიური პოზიციიდან განვიხილავ და მას ვაღიარებ, ვუარყოფ, ან რედაქტირებას გავუკეთებ იმდენაც, რამდენადაც ის სწორია ფილოსოფიურად, მეცნიერულად, ლოგიკურად და აპოსტერიორულად, იმისგან დამოუკიდებლად, არსებობს თუ არა ღმერთი. მაგრამ, შენ თუ მეცნიერული თეორიიდან ასკვნი, რომ ღმერთი არ არსებობს და შემდეგ ამ დასკვნას არქმევ მეცნიერულს, მე შეგეწინააღმდეგები, რადგან ამით შენ უშვებ 2 შეცდომას. ღმერთის არარსებობის დასაბუთება არ არის მეცნიერების საქმე, რის გამოც, შენ, შენი კომპეტენციის მიღმა გადიხარ და მეცნიერების დიდ სანდოობას, შენი მიზნისთვის იყენებ. მეორე შეცდომა კი ისაა, რომ შენ ვერ დაასახელებ ისეთ რამეს, რაც ღმერთი არ არის და ის იქნება 6 ფენომენის საბოლოო ახსნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცის სუპერნატურალური მიზეზით აუხსნელობის გამო, ის ღმერთით ახსნა მეცნიერულ კონტექსტში. ამისგან განსხვავებით, შენ უნდა შეეცადო, მეცნიერულ კონტექსტში, ღმერთის გარეშე ახსნა ყველაფერი. მაგრამ, რადგან ღმერთის გარეშე ცდილობ რაიმეს ახსნას, ამის გამო, არ უნდა დაასახელო აბსურდული მიზეზები, რაიმეს ასახსნელად, არამედ უნდა წამოაყენო წონადი თეორია, საგანი, ფენომენი და ზოგადად მიზეზი, რომელიც 6 ფენომენის საბოლოო ახსნას ცდილობს. როგორც ვნახეთ, სციენტისტმა მეცნიერემა, ჯერ ვერ წამოაყენეს გონივრული ჰიპოტეზები, რომლებიც იქნება 6 ფენომენის საბოლოო ახსნა.  შეძლებენ თუ არა ისინი ამას მომავალში, ამას დრო აჩვენებს. ამ დროის მსვლელობის დროს კი, თეისტმა, უნდა მოამზადოს არგუმენტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მხოლოდ ღმერთი არის ამ ფენომენების საბოლოო ახსნა, მაშინ როდესაც, ყველაფერი რაც მისგან განსხვავდება, ზოგ შემთხვევაში არასწორი ახსნაა, ზოგ შემთხვევაში კი სწორი, მაგრამ ის არის მეორადი ახსნა, რომლის უკანაც დგას ღმერთის ჰიპოტეზა, რომელიც ამ მეორად ახსნასაც ხსნის.

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნები და განმარტებები:

 

 

1. რელიგია და მეცნიერება, დიალოგი, კომფლიქტი, თუ იზოლაცია?, შემდგენელი: გიორგი თავაძე, თბილისი, 2019,  White TJ, The Light of Christ: An Introduction to Catholicism, Washington, 2017, 98–104, Frank  Turek,   Stealing from god, “Nvpress”, USA, 2014 , 145–177,  Alvin Plantinga, WHERE THE CONFLICT REALLY LIES Science, Religion, and Naturalism, New York, 2011, Lennox JS, god and stephen hawking,  USA, 2011 , ლენოქსი ჯ, – ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება, სპეციალურად ბლოგისთვის ORTHODOXTHEOLOGY.GE თარგმნა ოსმანოვმა ზ, https://davidtinikashvili.wordpress.com/2016/12/27/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D/, ლევან აბაშიძე,  მეცნიერებად და რწმენა,  https://burusi.wordpress.com/2009/06/06/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/,  ზურაბ ეკალაძე – მეცნიერება და რელიგია, https://davidtinikashvili.wordpress.com/2018/03/11/%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/, McGrath A, McGrath JC, The Dawkins Delusion?: Atheist Fundamentalism and the Denial of the Divine, USA, 2010, McGrath A, Dawkins' God: From The Selfish Gene to The God Delusion, UK, 2014, McGrath A, Richard Dawkins, C. S. Lewis and the Meaning of Life, USA, 2019, Barns R, The Dawkins Proof for the existence of God, USA, 2010, Barron R, Exploring Catholic Theology: Essays on God, Liturgy, and Evangelization, USA, 2015, McGrath A, The Twilight of Atheism The Rise and Fall of  Disbelief in the Modern World , USA, 2004.

2. თეიზმის მიხედვით, ღმერთი არის სამყაროს მიღმიერი უმიზეზო პირველმიზეზი, რომელიც არის სული, მარტივი, ერთი, უსხეულო, არამატერიალური, თავისთავად არსებული, მარადიული, პიროვნული, უცვლელი, წმინდა აქტუალობა, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლადკეთილი  და ყველგანმყოფი. ასევე თეიზმი მიიჩნევს, რომ ღმერთს შეუძლია „სამყაროს შიგნით იმოქმედოს სუპერნატურალური გზით“. იხ: Saint Thomas Aquinas, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., “University of notre Dame Press edition”, USA, 1975, Edward Feser, Five Proof For The Existence of God, „Ignatius Press“, USA, 2017, Norman Gesler, Systematic Theology: In One Volume, “Bethany House Publishers”, Minneapolis, 2011,

3. White TJ, The Light of Christ: An Introduction to Catholicism, Washington, 2017, 98–104.

4. იმ დებულების დასაბუთების დროს, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთი ხსნის ბაზისურად ასახსნელ ფენომენებს, ვეყრდნობი შემდეგ წიგნებს: by Norman L. Geisler (Author), Peter Bocchino (Author), Unshakable Foundations: Contemporary Answers to Crucial Questions about the Christian Faith,  USA, 2000. Aquinas T, Summa Theologiae (Benziger Bros. edition, 1947) Translated by Fathers of the English Dominican Province, . https://aquinas101.thomisticinstitute.org/st-ia#TOC03, Frank Turek,  Stealing from god,  USA, 2014, White TJ, The Light of Christ: An Introduction to Catholicism, Washington, 2017, Feser E, Aquinas beginner guides, London, 2009. Feser E, Five Proof For The Existence of God, USA, 2017, Feser E, The Last Superstition: A Refutation of the New Atheism, USA, 2008, Feser E, Scholastic Metaphysics: A Contemporary Introduction, Germany, 2014,  Craig WL, Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, USA, 2008, Craig WL, Five argument for god, London, 2016. Lennox, JC, God and Stephen Hawking: Whose Design Is It Anyway?,England, 2011,  Fradd M, Delfino R, Does God Exist?: A Socratic Dialogue on the Five Ways of Thomas Aquinas, USA, 2019,  Crean, T, God Is No Delusion: A Refutation of Richard Dawkins, USA, 2011, Barns R, The Dawkins Proof for the existence of God, USA, 2010, ,  Barron R, Exploring Catholic Theology: Essays on God, Liturgy, and Evangelization, USA, 2015, McGrath A, The Twilight of Atheism The Rise and Fall of  Disbelief in the Modern World , USA, 2004. Alvin Plantinga, WHERE THE CONFLICT REALLY LIES Science, Religion, and Naturalism, New York, 2011, ხოლო, როცა იმ თეორიებს ვასახელებ, რომლებიც, ბაზისური ფენომენების ნატურალისტურ ახსნას ცდილობენ, ვეყრდნობით შემდეგ წიგნებს: Dawkins R, The Selfish Gene: 40th Anniversary edition, Great Britain, 2016, Darwin C, The Origin of Species, USA, 2003, Dawkins R, The Blind Watchmaker: Why the Evidence of Evolution Reveals a Universe Without Design, New York, 2015, Dawkns, R, The God Delusion,  Great  Britain, 2006,  Dawkns, R, The Greatest Show on Earth: The Evidence for Evolution, USA, 2010, Hawking, S, Mlodinow L, The Grand Design, USA, 2010,   Krauss LM, A Universe from Nothing: Why There Is Something Rather than Nothing, USA, 2013, Michael Shermer, Skepticism 101: How to Think like a Scientist, USA, 2013,   

5. Feser E, Five Proof For The Existence of God, USA, 2017, 32.

6. იხ: John Lennox, Can Science Explain Everything?, „The Good Book Company“, Denmark, 2009, 40–41.

7. იხ: Turek F,  Stealing from god,  USA, 2014, 246.

8. იხ: John Lennox, Can Science Explain Everything?, „The Good Book Company“, Denmark, 2009,  40.

9. იხ: Aquinas T, Summa Contra Gentilies, Book One: God, Translated with an Introduction and Notes, by Anton C. Pegis F.R.S.C., USA, 1975, Aquinas T, Summa Theologica,  Prima Pars - Part One, (Foreword), S.C.G. Jerome 2018

10. Jim Stephens, 101 Proofs for God: Eye-Opening New Information Showing There Has To Be God, USA, 2016


კომენტარები