მტკიცება და უარყოფა

მტკიცება და უარყოფა

ამონარიდი გიორგი გურჯიევის წიგნიდან – დანახული რეალური სამყაროდან

ყველგან და ყოველთვის არსებობს მტკიცება და უარყოფა არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებში, არამედ მთელ კაცობრიობაში. თუკი კაცობრიობის ნახევარი რაღაცას ამტკიცებს, მაშინ მეორე ნახევარი უარყოფს. ასეთია მექანიკური კანონი; სხვაგვარად შეუძლებელიც კია. ის მოქმედებს ყველგან და ნებისმიერი მასშტაბით მთელ დედამიწაზე, ქალაქებში, ოჯახებში, ადამიანის შინაგან ცხოვრებაში. ადამიანის ერთი ცენტრი ამტკიცებს, მეორე უარყოფს...

 

აქ გვაქვს ობიექტური კანონი, ხოლო ყოველი ადამიანი ამ კანონის მონაა. მისგან გათავისუფლება შეუძლებელია. თავისუფალი მხოლოდ ის არის, ვინც შუაში დგას. თუ ადამიანს შესწევს ამის უნარი, ის დაუსხლტება მონობის საყოველთაო კანონს. როგორ უნდა მოხდეს დასხლტომა? ეს უკიდურესად რთულია... თუმცა არსებობს კანონის უკუგდების შესაძლებლობა თუკი მცდელობას მივმართავთ თანდათანობით, დინჯად და განუხრელად. ობიექტური თვალსაზრისით ეს, რასაკვირველია, კანონისა და ბუნების საწინააღმდეგოდ სიარულს ნიშნავს, სხვა სიტყვებით კი ცოდვის ჩადენას. მაგრამ ამის გაკეთება იმის გამოისობით შეგვიძლია, რომ არსებობს სხვა რიგის კანონიც; ღმერთმა ჩვენ სხვა კანონიც გვიბოძა...

 

კითხვა: რით განსხვავდება თქვენი სისტემა იოგასგან?

 

პასუხი: იოგინები იდეალისტები არიან, ჩვენ მატერიალისტები. მე სკეპტიკოსი ვარ. პირველი დანაწესი, რომელიც ინსტიტუტის კედელზეა ამოტვიფრული, ამბობს: „არაფრის გწამდეს, თვით შენი თავისაც“. მე მხოლოდ მაშინ მწამს, როდესაც სტატისტიკური მტკიცებულებები მაქვს ხელთ, ანუ როდესაც კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე შედეგს ვიღებ. მე ვსწავლობ და ვმუშაობ ხელმძღვანელობის, და არა რწმენისთვის.

 

შევეცდები ზოგი რამ სქემატურად განვმარტო; არ მიიღოთ განმარტება სიტყვასიტყვით, შეეცადეთ პრინციპის წვდომას.

 

თქვენთვის უკვე ცნობილი სამის კანონის გარდა, არსებობს ასევე შვიდის კანონი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც სიმშვიდეს შეინარჩუნებდა; ყოველი საგანი ან ევოლუციის ან ინვოლუციის მიმართულებით მოძრაობს. ორივე მოძრაობისთვის დაწესებულია საზღვრები. განვითარების ყოველ ხაზში არსებობს ორი წერტილი, სადაც იგი ვეღარ გაგრძელდება თუ არ გარე დახმარების მეშვეობით. ორ განსაზღვრულ წერტილში აუცილებელია დამატებითი ბიძგი, რომელიც გარეშე ძალიდან მომდინარეობს. ასეთ წერტილებში მოძრაობა ბიძგს საჭიროებს, სხვაგვარად ის ვერ გაგრძელდება. შვიდის კანონს ჩვენ ყველგან ვხვდებით ქიმიაში, ფიზიკაში და .. შვიდის კანონი ყველგან მოქმედებს.

 

შვიდის კანონის საუკეთესო მაგალითი მუსიკალური გამის აგებულებაა. განმარტებისთვის მუსიკალური ოქტავა ავიღოთ. დავიწყოთდო“-დან; „დო“-სა და შემდეგ ნოტს შორის ნახევარტონია, „დოშესაძლოარე“- იქცეს. ამგვარადვე შეიძლება, რომრეიქცესმი“-. მაგრამმი“- ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომფა“- ქცევისთვის მას გარეშე ბიძგი სჭირდება. „ფა“- შესწევს უნარი იმოძრაოსსოლ“-ისკენ, „სოლ“-ლა“-სკენ, „ლა“-სი“-სკენ. და ზუსტად ისევე, როგორცმი“- შემთხვევაში, „სიგარეშე დახმარებას საჭიროებს.

 

ყოველი შედეგიდო“- წარმოადგენს - არა როგორც პროცესი, არამედ როგორც ელემენტი. ყოველიდოსაკუთარ თავში მთელ ოქტავას შეიცავს. არსებობს მრავალგვარი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლებსაცდო“-დან შვიდი ნოტის შექმნა შეუძლიათ; ხოლო ნოტი, რომელიც ამ შვიდიდან იქმნება, „დოაღმოჩნდება. ყოველი ერთეული შეიცავს შვიდ ერთეულს, ის კი, თავის მხრივ, შემდგომ შვიდ ერთეულად შეიძლება დაიყოს; „დო“- დაყოფით ჩვენ ისევდო“-, „რე“-, „მი“-სა და .. ვიღებთ.

 

საკვების ევოლუცია: ადამიანი სამსართულიან ფაბრიკას წარმოადგენს. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს სამი სახის საკვები, რომელიც ფაბრიკაში სამი განსხვავებული კარით აღწევს. საკვების პირველი სახეობა ის არის, რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ საკვებს: პური, ხორცი და ..

 

ყოველი სახეობის საკვები არისდო“. ორგანიზმშიდოსხვა ნოტებად იქცევა; ყოველიდოფლობს კუჭშირე“- გადაქცევის შესაძლებლობას, სადაც საკვები ნივთიერებები იცვლიან თავის ვიბრაციასა და სიმკვრივეს. ეს ნივთიერებები განიცდიან ქიმიურ ცვლილებებს, ეზავებიან და განსაკუთრებული თანაფარდობის წყალობით იქცევიანრე“-. „რე“- ასევე აქვს შესაძალებლობა, იქცესმი“-. მაგრამმი“- აღარ შეუძლია თავისთავად განვითარება, და მის დასახმარებლად მოდის საკვები მეორე ოქტავიდან. მეორე სახის საკვებისდოანუდომეორე ოქტავიდან ეხმარება პირველი ოქტავისმი“-, იქცესფა“-, რის შემდეგ მისი ევოლუცია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს. მეორე ოქტავაც, თავის მხრივ, ასევე მოითხოვს მსგავს წერტილში დახმარებას უფრო მაღალი ოქტავიდან. ის დახმარებას იღებს მესამე ოქტავის ნოტიდან ანუ საკვების მესამე სახეობიდან - „შთაბეჭდილებათაოქტავიდან.

 

ამგვარად, პირველი ოქტავასი“-მდე ვითარდება. სასრული სუბსტანცია, რომლის გამომუშავების უნარი შესწევს ადამიანის ორგანიზმს იქიდან, რასაც ჩვეულებრივ საკვებს უწოდებენ არისსი“. ამგვარად, პურის ნაჭრის ევოლუციასი“- აღწევს. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანშისი“- არ შესწევს შემდგომი განვითრების უნარი. „სი“- რომ განვითარება და ახალი ოქტავისდო“- ქცევა შეეძლოს, შეიქმნებოდა შესაძლებლობა ჩვენს შიგნით ახალი სხეულის აგებისა. ამისათვის სპეციალური პირობებია საჭირო. ადამიანს თავისთავად არ ძალუძს ახალ ადამიანად გარდაქცევა; ამისათვის განსაკუთრებული შინაგანი შეხამებაა საჭირო.

 

კრისტალიზაცია: როდესაც ორგანიზმში საკმაო რაოდენობით გროვდება გარკვეული მასალა, ის შეიძლება კრისტალიზდეს, მსგავსად იმისა, როგორც მარილი კრისტალიზდება წყალში, თუკი ის განსაზღვრულ ნორმაზე მეტი აღმოჩნდება. როდესაც ადამიანის შიგნით თხელი მატერიის დიდი რაოდენობა გროვდება, დგება მომენტი, როდესაც მასში შესაძლოა ჩამოყალიბდეს და კრისტალიზდეს ახალი სხეული ახალი, უფრო მაღალი ოქტავისდო“. ეს სხეული, რომელსაც ხშირად ასტრალურს უწოდებენ, შეიძლება მხოლოდ სპეციალური მატერიიდან ჩამოყალიბდეს; ის ვერ მოევლინება ქვეყანას არაცნობიერად. ასეთი მატერია ორგანიზმის შიგნით შესაძლოა ჩვეულებრივ პირობებშიც წარმოიქმნას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის მყისვე გამოყენებული და მოსროლილი იქნება.

 

გზები: ადამიანის ახალი სხეულის შენება ყველა რელიგიისა და სკოლის მიზანი; ამისათვის ყველა რელიგიას თავისი განსაკუთრებული გზა აქვს, მაგრამ ყველა მათგანის მიზანი ერთი და იგივეა.

 

ასეთი მიზნის მისაღწევად მრავალი გზა არსებობს. მე ორასამდე რელიგია შევისწავლე; მაგრამ თუ მათ კლასიფიცირებას მოვახდენთ, ვიტყოდი, რომ გზა მხოლოდ ოთხია.

 

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ადამიანს მრავალი სპეციფიური ცენტრი აქვს. განვიხილოთ ოთხი მათგანი: მამოძრავებელი, აზროვნებითი, მგრძნობელობითი და ფორმირების აპარატი.

 

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ოთხოთახიან ბინას ფლობს. პირველი ოთახი - ჩვენი ფიზიკური სხეულია; ის ოთხთვალას შეესაბამება ჩემს მიერ ადრე მოწოდებული ილუსტრაციიდან. მეორე ოთახი ემოციური ცენტრია, ანუ ცხენი; მესამე ინტელექტუალური ოთახი, ანუ მეეტლე; მეოთხე ბატონია.

 

ყველა რელიგიას ესმის, რომ ბატონი არ არსებობს და ყველა მას დაეძებს. მაგრამ ბატონი შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდეს, როდესაც მთელი ოთახი მოწყობილია. სტუმრების მიღებამდე ოთახების მოწყობაა საჭირო.

 

ამას ყველა თავისებურად აკეთებს. თუ ადამიანი ხელმოკლეა, ის ყოველ ოთახს მცირედ და თანდათანობით მოაწყობს. მეოთხე ოთახის მოსაწყობად ჯერ პირველი სამის მოწყობაა საჭირო. ოთხი გზა ერთმანეთისგან იმ წესის მიხედვით განსხვავდება, რომლითაც სამი ოთახია მოწყობილი.

 

მეოთხე გზა: მეოთხე გზა ესააჰაიდა-იოგასგზა. ის იოგას გზას მოგვაგონებს, მაგრამ რაღაცით განსხვავდება კიდეც მისგან.

 

იოგინის მსგავსად, „ჰაიდა-იოგინისწავლობს ყველაფერს, რისი სწავლაც კი შესაძლებელია. მაგრამ ის შემეცნების მეტ საშუალებებს ფლობს, ვიდრე ის, რაც ჩვეულებრივი იოგინისთვისაა ცნობილი. აღმოსავლეთში ასეთი ადათი არსებობს: თუ მე რაიმე ვიცი, ამას მხოლოდ უფროს ვაჟს ვუზიარებ. ამ გზით ხდება გარკვეული საიდუმლოებების გადაცემა, უცხოები კი აქ ცოდნას ვერ დაეუფლებიან.

 

შეიძლება ითქვას, რომ ასიდან მხოლოდ ერთმა იოგინმა იცის ეს საიდუმლოებები. საქმე იმაშია, რომ არსებობს ერთგვარი განსაკუთრებულად მომზადებული ცოდნა, რომელიც აიოლებს სამუშაოს გზაზე.

 

რაში მდგომარეობს განსხვავება? შევეცდები ეს ერთი მაგალითის მოშველიებით ავხსნა. დავუშვათ, რომ რაიმე ნივთიერების მოსაპოვებლად იოგინმა აუცილებლად უნდა შეასრულოს სუნთქვითი ვარჯიში. მან იცის, რომ დროის გარკვეული შუალედის განმავლობაში უნდა იწვეს და ისუნთქოს. „ჰაიდა-იოგინმაციცის ყველაფერი ის, რაც ცნობილია იოგინისთვის, და ისიც მასავით მოქმედებს. მაგრამჰაიდა-იოგინსაქვს განსაკუთრებული აპარატი, რომლის მეშვეობით ის ჰაერიდან აგროვებს ელემენტებს, რომლებიც მისი სხეულისთვისაა საჭირო. „ჰაიდა-იოგინიდროს ზოგავს, რადგან ამ საიდუმლოებებს იცნობს.

 

იოგინი ხუთ საათს ხარჯავს, „ჰაიდა-იოგინი ერთ საათს. ეს უკანასკნელი იყენებს ცოდნას, რომელიც არ აქვს იოგინს. ის, რასაც იოგინი წელიწადში აკეთებს, „ჰაიდა-იოგინიაკეთებს თვეში. ასევეა ყველაფერში.

 

ყველა ამ გზას ერთი მიზანი აქვს სი“- შინაგანი გარდაქმნა ახალ სხეულად.

 

ზუსტად ისევე, როგორც ადამიანს შეუძლია თავისი ასტრალური სხეულის აგება მოწესრიგებული პროცესის მეშვეობით, რომელიც კანონს თანხვდება, მას შესწევს უნარი, საკუთარი თავის შიგნით ააშენოს მესამე სხეული და მეოთხეს მშენებლობას შეუდგეს. ერთი სხეული მეორის შიგნით წარმოიქმნება. შესაძლებელია მათი გამიჯვნა, თითქოს მათ სხვადასხვა სკამებზე ვსვამდეთ.

 

ყველა გზას, ყველა სკოლას ერთი და იგივე მიზანი აქვს; ისინი ერთისაკენ მიისწრაფიან; მაგრამ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ გზას შეუდგა, შესაძლოა ამას ვერ ხვდებოდეს. ბერს აქვს რწმენა და ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ მის გზაზე შეიძლება. მიზანი მხოლოდ მისი მოძღვარისთვისაა ცნობილი; მაგრამ ეს უკანასკნელი განზრახ არ აცნობს მას ამ მიზანს, რადგან მოწაფემ რომ მიზანი იცოდეს, ასე ბეჯითად აღარ იმუშავებდა.

 

ყოველ გზას თავისი თეორიები, თავისი მტკიცებულებები აქვს.

 

მატერია ყველგან ერთია. ის გამუდმებით იცვლის მდგომარეობას და სხვადასხვა ნაერთებს ქმნის. მკვრივი ქვიდან უთხელეს მატერიამდე ყოველდო“- საკუთარი ემანაცია აქვს, საკუთარი ატმოსფერო; რადგან, ყოველი საგანი ან ჭამს ან მას ჭამენ. ერთი საგანი იკვებება მეორით; მე გჭამთ თქვენ, თქვენ სხვას და ..

 

ყველაფერი, რაც ადამიანში მყოფობს, ან ევოლუციონირებს ან ინვოლუციონირებს. ცალკეული არსება ეს არის რაღაც ისეთი, რაც დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს თავისუფლებას ინვოლუციისგან. ყოველი ნივთიერება, ორგანული თუ არაორგანული, შესაძლოა არსებაც იყოს. მოგვიანებით ჩვენ ვიხილავთ, რომ ყველაფერი ორგანულია. ყოველი არსება გამოყოფს ემანაციას, ათავისუფლებს ერთგვარ მატერიას. მიწას, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, საკუთარი ემანაცია, საკუთარი ატმოსფერო აქვს. პლანეტები ასეთივე არსებები არიან, ისინიც  გამოყოფენ ემანაციებს; იგივე ეხება მზესაც. დადებითი და უარყოფითი მატერიის მოქმედების წყალობით მზეთა ემანაციებიდან წარმოიქმნება ახალი ფორმაციები. ერთ-ერთი ასეთი შეხამების შედეგად წარმოიშვა ჩვენი დედამიწა.

 

ყოველი არსების ემანაციას თავისი საზღვრები აქვს. ამიტომ ნებისმიერი ადგილი მატერიის განსხვავებულ სიმკვრივეს ფლობს. შესაქმის აქტის შემდეგ არსებობა გრძელდება, ისევე, როგორც ემანაციები. აქ, ჩვენს პლანეტაზე, დედამიწის, პლანეტების და მზის ემანაციები მოქმედებს. მაგრამ დედამიწის ემანაცია მხოლოდ განსაზღვრულ მანძილზე ვრცელდება, მის საზღვრებს მიღმა კი მოქმედებენ ემანაციები, რომლებიც მომდინარეობენ მზისა და პლანეტებიდან, მაგრამ არა დედამიწიდან.

 

დედამიწისა და მთვარი ემანაციის სფეროში მატერია უფრო მკვრივია: ამ სფეროს მიღმა უფრო თხელი. ემანაციები ყველაფერში საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად შეაღწევენ. ამგვარად აღწევენ ისინი ადამიანსაც.

 

ჩვენი მზის გარდა სხვა მზეებიც არსებობს. მსგავსად იმისა, როგორც მე ყველა პლანეტა დავაჯგუფე, ახლა ვაჯგუფებ ყველა მზეს, მათ ყველა ემანაციას. შემდეგ, მათ მიღმა არის ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ: უფრო მაღალი თანრიგის სამყარო. ჩვენთვის ეს სასრული წერტილია. მასაც თავისი ემანაცია აქვს.

 

სამის კანონის თანახმად მატერია გამუდმებით შეერთების პროცესშია, სულ უფრო მკვრივი ხდება, ხვდება სხვა მატერიას და კიდევ უფრო მეტად ამკვრივებს მას, ცვლის რა ამგვარად თავის ყველა თვისებასა და შესაძლებლობას. მაგალითად, უმაღლეს სფეროებში გონება თავისი წმინდა ფორმით არსებობს, ჩამოქვეითებასთან ერთად კი ნაკლებად გონიერი ხდება.

 

ნებისმიერი არსება ფლობს გონებას, არის მეტად ან ნაკლებად გონიერი. თუაბსოლუტურისსიმკვრივეს ერთის ტოლად ჩავთვლით, შემდეგი სიმკვრივე სამს გაუტოლდება, ანუ მატერია სამჯერ უფრო მკვრივი აღმოჩნდება, რადგან ღმერთში, ისევე, როგორც ყველაფერში, სამი ძალა არსებობს.

 

კანონი ყველგან ერთნაირია. შემდგომი მატერიის სიმკვრივე ორჯერ მეტი იქნება მეორის, და ექვსჯერ მეტი პირველისაზე. შემდეგი მატერიის სიმკვრივე თორმეტს უდრის, შემდეგისა ოცდაოთხს, შემდეგი სიმკვრივე ორმოცდარვას უტოლდება. ეს კი ნიშნავს მატერიას, რომელიც ორმოცდარვაჯერ უფრო მძიმეა, ორმოცდარვაჯერ ნაკლებად გონიერია და .. ჩვენ ნებისმიერი მატერიის წონა შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ მისი ადგილმდებარეობა ვიცით, ხოლო ამ უკანასკნელის ცოდნით ვიცით, საიდან წარმოიშვა ეს მატერია.

 

 

 

 


კომენტარები