უძველესი სამხედრო ტრაქტატი, რომელშიც შეჯამებულია ძველ ჩინელთა საომარი გამოცდილება და ახსნილია ომის ბევრი მნიშვნელოვანი კანონი.
25 საუკუნის წინ უაღრესად ლაკონური და ამასთან ხატოვანი ენით დაწერილი ნაწარმოები ისეთნაირად წარმოაჩენს ომის ვითარებასა და მის კანონებს, რომ მათი მისადაგება შეიძლება ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთვის.
სვენ ძძის სამხედრო ხელოვნება დღემდე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რადგან იმთავითვე გასცდა სამხედრო ხელოვნების ვიწრო ფარგლებს და ძველი დროიდან მოყოლებული მას იყენებდნენ პოლიტიკაშიც, კომერციაშიც, სპორტშიც და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადგილი ჰქონდა და აქვს რაიმე ბრძოლას ან კონკურენციას, აშკარასა თუ ფარულს.