წიგნის ანოტაცია
გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის ორ ტექსტს: 1. „უკმაყოფილება კულტურით“, 2. „სასრული და უსასრულო ანალიზი“.
უკმაყოფილება კულტურით: აღნიშნული ტექსტი წაროადგენს კულტურის კრიტიკას. პირველი კულტურული აქტი არის აკრძალვა, რომელიც ადამიანს თავის ბუნებრივ თავისუფლებასთან აშორებს. ფროიდის მიხედვით, ცხოვრების მიზანს სიამოვნება განსაზღვრავს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ადამიანი შემოსაზღვრულ იქნა კულტურული აქტებით მან დაკარგა თავისი ბუნებრივი სახე, რამაც განაპირობა არაერთი კომპლექსის ჩამოყალიბება. კომპლექსები, რომლებიც სურვილების დათრგუნვითა და ცივილიზაციის (კულტურის) განვითარების შედეგად წარმოიშვა, ღრმად არის ჩამარხული ქვეცნობიერში და მავანს მუდმივად უწევს ჭიდილი ნებასა და კულტურის მიერ ტაბუირებულ საკითხებს შორის.
სასრული და უსასრულო ანალიზი: აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას, სადაც ავტორი გვანახებს ფსიქოანალიზის როლს ადამიანის მენტალურ განვითარებაში, რამეთუ ამ უკანასკნელის მიზანი სწორედ იმ კომპლექსებისა და ლტოლვის გამოკვლევა და გადალახვაა, რომლებიც კულტურამ წარმოშვა.