Ecce homo-ს უნიკალური ადგილი უჭირავს ნიცშეს ნაწარმოებებს შორის: მასში გერმანელი ფილოსოფოსი საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. ნაწარმოები ნიცშეს ცნობიერი ცხოვრების უკანასკნელ წელს (1888) დაიწერა და ის ფილოსოფიური თვითინტერპრეტაციის უაღრესად საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. Ecce homo, ფაქტობრივად, ფილოსოფიური პასპორტია, ხოლო მისი ავტორი – ფილოსოფიური აზროვნების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და, ამავდროულად, საიდუმლოებით მოცული მოქალაქე.