წიგნის ანოტაცია
„სასწაულებრივის ძიებაში“ აღიქმება, როგორც ყველაზე ღირებული და სანდო დოკუმენტაცია გიორგი გურჯიევის ფსიქო-ეზოტერული სისტემის შესახებ, რომელსაც თავად გურჯიევი „ეზოტერულ ქრისტიანობას“ უწოდებს. ეს არის ისტორიული, გავლენიანი და დოკუმენტური ნაშრომი, რომელშიც ძალიან გასაგებად არის წარმოდგენილი ადამიანური ფსიქიკის შრეები, მრავალი ობიექტური ჭეშმარიტება, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით, სახარებისეული იგავების ზუსტი განმარტება, სამყაროსეული კანონების დაკვირვება და მრავალი აღმოსავლური სისტემის ერთობლიობა.
ჩვენი გონება თითოეულ გვერდზე რაღაც ახალს ისწავლის, რომელსაც ზოგჯერ დაეთანხმება, ზოგჯერ არ დაეთანხმება, ხანდახან ვერ გაიგებს, ისევ მოუბრუნდება და გაცნობიერება ოკეანის ტალღასავით დაეტაკება. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენგან არ მოითხოვება ყველაფრის ერთბაშად გაგება პირველი წაკითხვისას, ან თუნდაც მეორე და მესამე გადაკითხვისას. ეს წიგნი თქვენს ქვეცნობიერზე იდუმალი გზებით მუშაობს, რადგან ყოველი დეტალი, რომელსაც გურჯიევი უსპენსკის გავლით იძლევა, შესაძლებელია, რომ საკუთარი გამოცდილებით იქნეს დანახული და დადასტურებული, რაც საკუთარ თავზე მუშაობას, ინდივიდუალობის მოპოვებას, ჩვენში არსებული ცრუ პიროვნებებისგან განთავისუფლებას და არსების გავლით ცხოვრებას ეხება.