წიგნის ანოტაცია
წიგნის საკვლევ საკითხს წარმოადგენს სექსუალობა და მისი გამოვლენა ბავშვობის, მოზრდილობისა და ზრდასრულობის დროს.
ფროიდი აღწერს ყველა სექსუალურ პერვერსიას, რომელიც წარმოდგება, როგორც გადახრა ნორალურად წოდებული სექსუალობიდან. სექსუალური გადახრების კლასიფიკაციის შესაქმნელად ფროიდი ლიბიდოს კონცეფციის პარალელურად იყენებს იმპულსის ცნებას, რომელიც გულისხმობს ფსიქიკურ იმპულსს, რომლის წყაროც სხეულის გარკვეულ ნაწილშია და ხასიათდება, როგორც მიზნისკენ მიმართული და ობიექტის მქონე. გარდა ამისა, ფროიდი საუბრობს ნარცისიზმისა და მისი გამოვლინებების შესახებ.
რაც შეეხება ტაბუს, რომელიც ძალაუფლებასთან ასოცირდება არის ქალწულობის ტაბუ, რომლის არსებობაც კაცობრიობის ისტორიაში საუკუნეებს ითვლის. ფროიდის მიხედვით, ეს პირდაპირ კულტურის, რელიგიისა და ადათის მიერ ტაბუირებული საკითხია, რომელსაც ძალაუფლება უდევს საფუძვლად. ძალაუფლება იმ გაგებით, რომ ქალწულობის ტაბუ თავის თავშივე მოიაზრებს მორჩილების ცნებას.