წიგნის ანოტაცია
SADHGURU JAGGI VASUDEV – იოგი, მისტიკოსი; დამფუძნებელი მოხალისეობრივი ორგანიზაციისა „იშა“, რომელიც ჩართულია ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ და გარემოსდაცვით პროექტებში. იგი სიტყვით არის გამოსული მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, გაერთიანებული ერების (გაერო) ყრილობაზე, სტანფორდისა თუ კოლუმბიის, ჰარვარდისა თუ უორტონის უნივერსიტეტებსა და სხვა მრავალ ინსტიტუციაში.
შორსმჭვრეტელი, მისტიკოსი და იოგი სადჰგურუ წარმოგვიდგენს იოგას კლასიკურ სამეცნიერო ნაწარმოებს დასავლეთ სამყაროს მკითხველისათვის.
როგორც ვიცით, ჰათჰა-იოგას პრაქტიკა არის ერთ-ერთი იმ რვა განშტოებიდან, რომელიც ეხება იოგას ცოდნას.
ფაქტობრივად, იოგა გახლავთ თვით-განვითარების მეტად დახვეწილი სისტემა, რომელსაც შეუძლია, მოათვინიეროს და გაააქტიუროს ადამიანის შინაგანი ენერგიები ისეთი გზით, რომ თქვენმა სხეულმა და გონებამ თავიანთი ოპტიმალური შესაძლებლობების გათვალისწინებით იფუნქციონიროს.