„თეოსოფიის გასაღები“ თეოსოფიის პრინციპებისა და კონცეფციების შესავალია, რომელიც ისეთ განსხვავებულ საკითხებს განმარტავს,როგორებიცაა: რეალობის ბუნება, ცხოვრების მიზანი, კარმა, რეინკარნაცია, სამყაროს სტრუქტურა და კაცობრიობის სპირიტუალური ევოლუცია. წიგნში ის ცენტრალური იდეებია გადმოცემული, რომლებიც თანამედროვე თეოსოფიურ მოძრაობასა და „თეოსოფიურ საზოგადოებას“ უდევს საფუძვლად.
ნაშრომმა გავლენა იქონია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ეზოტერიული და მისტიკური აზროვნების განვითარებაზე, ხოლო „თეოსოფიური საზოგადოება“ არსებობას დღესაც აგრძელებს, რაც ხელს უწყობს შედარებითი რელიგიათმოძღვრების, ფილოსოფიისა და მეცნიერების შესწავლას.