ჯონათან სვიფტი – ირლანდიელი წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, „გულივერის მოგზაურობის“ ავტორი, იმავდროულად ბრწყინვალე სატირული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. წინამდებარე კრებულში შესული ესეები პირველად ითარგმნა ქართულად. სვიფტის ანტი-კლერიკალური პათოსი, მისი შემაძრწუნებელი სოციალური სატირა და ირონია მმართველი ფენების მიმართ ამ ესეების დაწერიდან ოთხასი წლის შემდეგაც, სამწუხაროდ, არ კარგავს აქტუალობას.