წიგნის ანოტაცია
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ეზოტერული ქრისტიანობა ისტორიის სარბიელზე საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის იღწვის. ამის იმპულსი ჩაიდო ახალი გამოცხადებით, რომელმაც, ასე ვთქვათ, საბოლოოდ ჩამოხსნა ძველი მისტერიების კრეტსაბმელი და ადამიანს ახალი ცნობიერების საკურთხეველთან მიახლების შესაძლებლობა მიანიჭა. ამის სულთამდგმელი და განმახორციელებელი გახლავთ რუდოლფ შტაინერი (1861-1925).
რაც მის შესახებ ორიოდ სიტყვით შეიძლება ითქვას, არის შემდეგი: იგია შემეცნების სრულიად ახალ გზათა განმხვნელი, კულტურული და სულიერი ცხოვრების ყველა სფეროს დიადი მასწავლებელი, დაბოლოს, იგია ის, ვინც თავისი მოღვაწეობით სიცოცხლის სული შთაბერა მახარებელ მათეს კატეგორიულ მყარაზროვან გამონათქვამს: „არა არს რა დაფარული, რისი გაცხადებაც იყოს შეუძლებელი და არც რამ საიდუმლო, რისი შემეცნებაც არ იყოს საჭირო (მათე, 10-26)“. მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს მისი ჭეშმარიტად დიადი ცხოვრება.
რუდოლფ შტაინერის მრავალრიცხოვან (354 ტომი) უნიკალურ ქმნილებათა შორის ერთ-ერთია სახარებების ციკლი, ხელისგულზე რომ გვიშლის და მთელი სიდიადით გვიცხადებს ევოლუციის ცენტრალური ფიგურის – ქრისტე იესოს და იერარქიულ ზეარსთა არსის აშენებ ვარსთა ღვაწლდებულობას კოსმოსისა და საკუთრივ ადამიანის არსის აღმშენებლობაში.