ჩემი წერილების ეს კრებლი 2014-2018 წლებში ჟურნალ „ლიბერალისთვის“ იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არ აქვს ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შმემეცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი, ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენშ.
ბედნიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ჩანაწერი ვინმეს, ოდნავ მაინც დაეხმარება, მეტ სიმშვიდეს და სილაღეს მიანიჭებს მიზნის დასახვაში, მოქმედებაში, სიცოცხლის სიხარული აღქმაში. – ნათია ფანჯიკიძე.