საბჭოთა ავანგარდისტის, კინოდოკუმენტალისტისა და დოკუმენტური კინოს თეორეტიკოსის, ძიგა ვერტოვის (1896-1954) ტექსტების კრებული »ადამიანი კინოაპარატით« აერთიანებს ვერტოვის მიერ დაარსებული შემოქმედებითი ჯგუფის »კინოკების« მანიფესტს – »ჩვენ. მანიფესტის ვარიანტი« (1922), კინოთეორიულ სტატიებს – »კინოკები. გადატრიალება« (1923), »›კინოთვალიდან‹ ›რადიოთვალამდე‹« (1929) და სასცენარო ვარიანტს ფილმისათვის »ადამიანი კინოაპარატით« (1929). ვერტოვის ფილმი »ადამინი კინოაპარატით« თავისი ნოვატორული კონცეფციით დღესაც დოკუმენტური კინოს პრაქტიკულ ნიმუშად რჩება.
წიგნს დართული აქვს საბჭოთა კინოავანგარდის ექსპერტის, ოქსანა ბულგაკოვას წინასიტყვაობა.