გერმანე გოგიტიძე (1886-1960) 1925 წელს ბერლინში ვიზიტისას კითხვით მიმართავს გერმანელ კინოკლასიკოს ფრიც ლანგს – გადაიღებს თუ არა იგი »ვეფხისტყაოსანს«? გამოცემა აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე და იგი უფრო ახლოს გვაცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.