საბჭოთა კინემატოგრაფისტისა და ხელოვნების მკვლევრის სერგეი ეიზენშტეინის კინომონტაჟის თეორიის ფუნდამენტური ტექსტების კრებული აერთიანებს მის ადრეულ მანიფესტს »ატრაქციონების მონტაჟი« (1923) და ეიზენშტეინის კინოთეორიის »ინტელექტუალური მონტაჟის« ცენტრალურ ნაშრომებს – »კადრს მიღმა« (1929), »მეოთხე განზომილება კინოში« (1929) და »კინოფორმის დრამატურგია« (1929).
ეიზენშტეინის რევოლუციური კინოტრილოგია და მისი მთავარი ფილმი »ჯავშნოსანი პოტიომკინი« (1925) არის მცდელობა »ინტელექტუალური მონტაჟის« პრაქტიკული რეალიზაციისა და დღესაც კინორეფლექსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად რჩება.
გამოცემის წინასიტყვაობის ავტორია სერგეი ეიზენშტეინის შემოქმედების მკვლევარი ოქსანა ბულგაკოვა.