ლუდვიგ ფონ მიზესი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის საკვანძო ფიგურაა, ვინც ადამიანებს შემეცნებისა და გნებავთ, აღქმის ახალ სისტემას სთავაზობს: მისი მოძღვრება კატალაქტიკის სახელწოდებით არის ცნობილი, რაც ადანიანის არჩევანისა და მოქმედების ლოგიკის სწავლას გულისხმობს, და თანამედროვე ლიბერტარიანული პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ინტელექტუალური საყრდენია. მისთვის ცივილიზაციის ქვაკუთხედი კერძო საკუთრება და მისი ხელშეუხებლობაა, მიზესი მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე და ამ მოსაზრებაში იგი შეუვალი და უკომპრომისოა. – დავით დეფი
ლუდვიგ ფონ მიზეზის წიგნში „თავისუფლება და საკუთრება და სხვა ესეები“ შესულია მისი შედეგი ესეები:
1. რუსეთი (ნაწყვეტი შრომიდან „ლიბერალიზმი“).
2. ფულის ადგილი ეკონომიკურ საქონელს შორის.
3. ფულის არანეიტრალურობა.
4. ავსტრიული თეორია სამეურნეო ციკლის შესახებ.
5. ბიუროკრატია.
6. „ბარბაროსული გადმონაშთის დასაცავად“: რატომ გასვარეს კაპიტალზმის მტრებმა ოქროს სტანდარტი.
7. პრომოუტერები, მენეჯერები, ტექნიკოსები და ბიუროკრატები.