წიგნის ანოტაცია
ავტორის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“ რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრებისგან.
პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა, გარდასახვა მედიტაციის საშუალებით, მედიტაციის სამი ეტაპი, მედიტაციის უნარი, პრაქტიკული რჩევები მედიტაციის შესახებ, აზროვნების ძალა, მედიტაციის შედეგები, ემოციები და მედიტაცია, იოგას რვა საფეხური და სხვა.
მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია, მარტოსულობიდან საზოგადოებისკენ, რას ნიშნავს მიღმა?, სული და მისი ბორკილები, ზნეობა და რელიგია, ვედანტას კვინტესენცია, მაიას მახე, სულიერი სიმამაცე, ადამიანი – თავისი ბედის შემქმნელი, უშიშრობის სახარება, გურუს საჭიროება, მოწაფის თვისებები, ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ვფიქრობთ, ენერგიის გარდასახვა, როგორ გახდეთ გასხივოსნებული?, თავშეკავების საიდუმლო, გონება: სამყაროს ბიბლიოთეკა, მადლი და ძალისხმევა, მიზანი და საშუალებები, მაია და თავისუფლება და სხვა.