დიდი გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის „წმინდა გონების კრიტიკა“ მსოფლიო ფილოსოფიური ლიტერატურის გამორჩეული ძეგლია, რომლის მნიშვნელობა თავად კანტმა დაახასიათა, როგორც „კოპერნიკისებური გადატრიალება“. ევროპული ფილოსოფიის შემდგომ პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც „წმინდა გონების კრიტიკას“ – ამ რთულსა და დახლართულ კვანძს – არ უკავშირდებოდეს, ან მისგან არ გამომდინარეობდეს.
წინამდებარე, მეორე გამოცემაში გასწორებულია კორექტურული, უნებლიე შეცდომები (მაგ. „ტრანსცენდენტურის“ ნაცვლად „ტრანსცენდენტალური“).