წიგნის ანოტაცია
ორტომეული
„ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“ მიზანია გაარკვიოს რელიგიის ცნება და მისი განვითარების პროცესი ანუ, როგორ აღმოცენდება რელიგია, რა გზით აღწევს სუბსტანციური სული ხალხის ცნობიერებას. ჰეგელის მიზანია აჩვენოს, რომ თუმცა არსებობენ რწმენის სხვადასხვა ფორმები, რელიგიის უმაღლესი ფორმა არის ქრისტიანობა. ესაა აბსოლუტური რელიგია, სადაც რელიგიის ცნება სრულყოფილადაა წარმოდგენილი, ანუ ღმერთი აღარაა რაღაც მიღმური, უცნობი, ის ეცხადება ცნობიერებას, ის თვითცნობიერებაა, რომელსაც საგნად თავისი თავი აქვს. ხოლო ადამიანი, როგორც სული, როგორც ღვთის სარკე, კეთილია მხოლოდ შინაგანი ბუნებით, მხოლოდ თავისი ცნების მიხედვით...
აღსანიშნავია, რომ გერმანულ გამოცემებში აღნიშნული წიგნი გამოიცემოდა ორ წიგნად (ტომად), ხოლო ამ ქართულ გამოცემაში, ორი წიგნი (ორი ტომი) გამოიცა ერთ წიგნად.
წიგნი იყოფა ორ ნაწილად, გვერდები: I ტომი 400 გვერდი; II ტომი 432 გვერდი.