„ათენი და იერუსალიმი“ (ძირითადი ნაშრომი „უსაფუძვლობის აპოთეოზთან“ ერთად) არის ავტორის ბოლო, ინოვაციური ნაშრომი რელიგიის ფილოსოფიაზე ეგზისტენციალური პერსპექტივიდან.
ლევ შესტოვი (რომელიც სანამ ფილოსოფიით დაკავდებოდა, მათემატიკასა და სამართალს სწავლობდა) დღეს ინგლისურენოვან სამყაროში ნაკლებად არის ცნობილი (თუმცა ერთ დროს ევროპაში ისეთ ინტელექტუალებთან ურთიერთობდა, როგორებიც იყვნენ ე. ჰუსერლი, ნ. ბერდიაევი, კ. ლევი-სტროსი, მ. შელერი, მ. ჰაიდეგერი და სხვ.), მისმა ნაწერებმა XX საუკუნის ბევრ ისეთ ევროპელ მოაზროვნეზე მოახდინა გავლენა, როგორებიც იყვნენ ა. კამიუ, დ.ჰ. ლოურენსი, ჟ. ბატაი, რ. ბესპალოფი და სხვ.