თქვენი, როგორც მენეჯერის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა, ხელი შეუწყოთ თანამშრომლების მოტივირებას, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის იმის პირობას, რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა და ხარისხი. ამ წიგნში ბრაიან თრეისი გვთავაზობს ინდივიდებსა თუ ჯგუფებში მოტივაციის გაზრდის 21 სწრაფ და ძლიერ მეთოდს. თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქმისადმი თანამშრომელთა ემოციური კავშირი, საინტერესო დავალების მიცემა, დამოუკიდებლობა, ჩართულობა, წახალისება და ა.შ.