„ასტროლოგია" გვაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლებისა და მათი ფუნქციების შესახებ; ასევე გვაძლევს ინსტრუქციებს, თუ როგორ შევქმნათ პერსონალური ასტროლოგიური რუკა, რათა უკეთ გავიგოთ როგორც საკუთარი, ასევე ახლობელი ადამიანების ხასიათი და, შესაძლოა, მათიც, ვისთანაც გარკვეული დისტანცია უნდა დავიჭიროთ. ამ ყოვლისმომცველ გზამკვლევში, საშა ფენტონი ექსპერტული სიზუსტით აღწერს მზისა და მთვარის თითოეულ ნიშანს, ასევე ასტროლოგიურ სახლებს, პლანეტებს, ასპექტებსა და ასტროლოგიის კავშირს სხეულთან და ჯანმრთელობასთან.