ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიას. ის არის კვლევა რომელიც განხორციელდა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიის მიმართულების, ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრაზე.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია (გერმანული), იენის რომანტიკული სკოლის ფილოსოფიური საფუძვლები, ნაჩვენებია, თუ როგორ კავშირშია გერმანული რომანტიკული სკოლა კანტის და ფიხტეს ფილოსოფიურ ნააზრევთან. აგრეთვე ნაჩვენებია ფრ. შელინგის დამსახურება რომანტიკული მსოფლმხედველობის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში. ასევე წარმოჩენილია რომანტიკულ ფილოსოფიასა და საგნობრივ ესთეტიკას შორის კავშირები ძმები შლეგელების, ნოვალისის და ტიკის მაგალითზე.
ვფიქრობთ, რომ წიგნი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს და ხელოვნების ფილოსოფიის საკითხებით დაინტერესებულ ფართო აუდიტორიას.