წიგნში თავმოყრილია ავტორის მიერ წაკითხული ლექციები „ხელოვნების ფილოსოფიაში“. ეს ლექციები იკითხება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე.
სალექციო თემატიკას ერთვის „ქრესტომათია“, სადაც მოცემულია ამონარიდები ტექსტებიდან, თემასთან მიმართებაში. ყოველი ლექციის ბოლოს დართულია სასემინარო მასალა, რაც ითვალისწინებს ძირითად და დამატებით საკითხავ ტექსტებს. სალექციო კურსი იკითხება ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე გათვალისწინებულია არა მარტო ამ საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტთა ფართო წრისათვის, არამედ ზოგადად მკითხველისათვის.
სტუდენტებისთვის წიგნის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთად არის თავმოყრილი როგორც ლექციები, ასევე სასემინარო მასალაც. თუმცა უამრავი დამატებითი ინფორმაციაა მითითებული წასაკითხად, რომელთა შეტანაც ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, იმედია წიგნი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს და ხელოვნების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.