წიგნის ანოტაცია
„მსოფლიოს რელიგიები“ უკვე რამდენიმე ათეული წელია, უცვლელად არის აღიარებული ყველაზე პოპულარულ სახელმძღვანელოდ ინდუიზმის, ბუდიზმის, კონფუციანელობის, დაოსიზმის, ისლამის, იუდაიზმის და ქრისტიანობის საფუძვლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ავტორი ლაღად და საინტერესოდ, დროდადრო იუმორითაც, მოგვითხრობს მსოფლიო რელიგიებში დაცული ჭეშმარიტებების შესახებ. მკითხველს ეს ღრმა ნაშრომი არ ღლის, არ ძაბავს, პირიქით, ურთულეს საკითხებს მარტივი, გასაგები სახით აცნობს და კეთილი მეგობარივით მიუძღვის კაცობრიობის სულიერების იდუმალ ლაბირინთებში.
ჰიუსტონ სმიტი (1919-2016 წწ) მიჩნეულია რელიგიათმცოდნეობის სფეროში მოღვაწე ყველაზე გავლენიან ფიგურად, დაწერილი აქვს თხუთმეტი წიგნი რელიგიურ ტრადიციებსა და ფილოსოფიაზე. ის ასწავლიდა ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სირაკიუსის უნივერსიტეტში და ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში. მისი opus magnum – „მსოფლიოს რელიგიები“ – პირველად 1958 წელს გამოიცა და მას შემდეგ 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი 13 ენაზეა ნათარგმნი.