ცნობილი გერმანულენოვანი რუმინელი მწერალი ქალის, ჰერტა მიულერის, რომანში „სუნთქვის საქანელა“ (2009). აღწერილია მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში გერმანული წარმოშობის ტრანსილვანიელი რუმინელების ბედი საბჭოთა სტალინისტური რეჟიმის ქვეშ, კონკრეტულად კი, 17 წლის ბიჭის გზა საბჭოთა კავშირის გულაგამდე. რომანს საფუძვლად უდევს პოეტ ოსკარ პასტიორის, ასევე თავად მწერლის დედის ცხოვრება და გამოცდილება. 2009 წელს ჰერტა მიულერი ნობელის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. რომანი „სუნთქვის საქანელა“ 2015 წელს პირველად გამოდის ქართულ ენაზე.