ვის არ განუცდია შიში ახლობლებთან ურთიერთობისას, შიში იმისა, რომ დარჩე მიტოვებული? შიში უცნობი მომავლის, სიკვდილის წინაშე?
რიმანი უწოდებს მათ შიშის ოთხ ძირითად ფორმას, რომელთა საფუძველზეც წარმოგვიდგენს ტიპოლოგიას პიროვნების ოთხი სახასიათო ტიპით. განიხილავს თითოეული ხასიათის მიმართებას სიყვარულთან და აგრესიასთან, ცხოვრებისეულ წარსულთან და გვთავაზობს უამრავ ნიშანდობლივ მაგალითს.
პოპულარული ენით დაწერილი და კლასიკად ქცეული ეს ფსიქოლოგიური ნაშრომი, რომლის საერთო ტირაჟი 850.000 ეგზემპლარზე მეტია, მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.