ცნობილი მწერლის, ლექტორისა და მისტიკოსის მენლი პალ მერ ჰოლის „ადამიანის ოკულტური ანატომია“ პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნში ავტორმა შეკრიბა მსოფლიოში ცნობილი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ალქიმიის, მისტიკისა და ოკულტიზმის შესახებ.
ავტორი განმარტავს ადამიანის სხეულს, როგორც ალეგორიულ პასუხს სამყაროს საიდუმლოებებზე და ცდილობს ახსნას სამყაროს ბუნება შინაგანად – ადამიანის სხეულში.
ქართულ ენაზე ამ წიგნის გამოჩენა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან აქამდე არავის შეუხედავს ადამიანის ანატომიისთვის, ერთდროულად, ოკულტური ცოდნის, კლასიკური მეცნიერებისა და რელიგიების პრიზმაში.