გაბრიელ ონორე მარსელი (1889-1973) – ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ლიტერატურისა და მუსიკის კრიტიკოსი, ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი.
„იყო და ფლობდე“ – ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით „იყო და ფლობდე“ მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.