წიგნი უაღრესად საინტერესო იქნება არა მარტო ანთროპოსოფიით დაინტერესებული მკითხველებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს რეალური ისტორიის ნამდვილი გაგება; ე.წ. „კულისებს“ მიღმა მიმდინარე პროცესებისა და ისტორიულ პროცესებში სულიერი ზეგავლენების წვდომა; მასში ასევე განხილულია გარკვეული სულიერი მიმდინარეობები და მათი გავლენა ევროპულ სულიერ ცხოვრებაზე, გოეთეანიზმი და მისი პოლარობა – იეზუიტიზმი, მეფე არტური და მისი მრგვალი მაგიდა, აგრეთვე მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
რუდოლფ შტაინერის ლექციების კურსი „ისტორიული სიმპტომატოლოგია“, შესულია მისი შრომების სრული კრებულის კატალოგში ნომრით – GA 185, წიგნი ეხება შუა საუკუნეებში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, როცა კაცობრიობა განსჯითი სამშვინველის კულტურის ეპოქიდან გადადიოდა ცნობიერი სამშვინველის კულტურის ეპოქისკენ. კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის ეს პროცესები დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.