სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილის სასწაულით გადარჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია – და აი იქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსახეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში – განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი – ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეუბითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.
პოლ ოსტერი (1947-2024) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსია. მწერალი ოცამდე რომანის, ათზე მეტი არამხატვრული წიგნის და რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. „მისნის ღამის“ გარდა „დიოგენეს“ გამოცემული აქვს პოლ ოსტერის რომანი „ილუზიების წიგნი“.