დიდი გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის (1788-1860) შედევრი – „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“ მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურის ისტორიაში. მან ააგო სისტემა რომელიც ნების ირაციონალური მეტაფიზიკის სახელითაა ცნობილი. ის ეფუძნება: 1. „დიდი კანტის“ ფილოსოფიას. მას დამსახურებად უთვლის მოვლენისა და თავისთავადი ნივთის ერთმანეთისაგან გამიჯვნას. 2. პლატონის მოძღვრებას იდეებზე, რომელიც ნების ობიექტივაციად ცხადდება. 3. „ღვთაებრივ უპანიშადებს“, – „ადამიანის შემეცნების უმაღლესი ჭეშმარიტების ნაყოფს“, რომლის ღრმა პესიმისტური შინაარსი მისი მთავარი ნაწარმოების თემაა.