წიგნის ანოტაცია
წინამდებარე წიგნის სათაური თავად მიუთითებს მის იდეურ შინაარსზე.
ხოლო რაც შეეხება ამ შინაარსის მნიშვნელობას, ავტორის თქმით, ისინიც კი, ვინც არ აპირებენ გაჰყვნენ წიგნში მონიშნულ გზას, ბევრ სასარგებლოს ჰპოვებენ როგორც საკუთარი ცხოვრების, ასევე ზოგადცხოვრებისეული მოვლენების და მდგომარეობების უკეთ გაგების მიმართებით.
ზემოთქმულს შეიძლება დავურთოთ ავტორის მიერ ბოლოსიტყვაობაში გამოთქმული, მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები:
„ყოველ ადამიანს შეუძლია განახორციელოს ის, რაც ამ წიგნშია გადმოცემული. აღწერილი შედეგები ვლინდება მიღებული ცოდნის რეალიზაციის პროცესში, ხოლო თავად ცოდნის მიმართულებას განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის სამშვინველი, ზემომყვანილი მითითების შესაბამისად. ამიტომ ასეთი წიგნი უნდა მივიღოთ, როგორც საუბარი, რომელსაც ავტორი აწარმოებს მკითხველთან. და თუკი წიგნში ნათქვამია, რომ „სულიერი მოწაფე საჭიროებს წარმმართველს“, ეს წიგნი თავად შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ამგვარი პირადი წარმმართველი“.