წიგნის ანოტაცია
თქვენ თვლით, რომ ხელში უბრალოდ წიგნი გიკავიათ? ცდებით, თქვენ ბევრად უფრო მეტის მფლობელი გახდით. ეს ერთდროულად 2 მოძღვრება გახლავთ: „იფიქრე და გამდიდრდი“, „წარმატების კანონი“.
თქვენს წინაშეა ერთგვარი დაიჯესტი, ბიზნესის ქრესტომათია, გადმოცემული საკმაოდ მოკლედ, ლაკონურად და რაც მთავარია, ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამ წიგნში მოცემულია რამოდენიმე ცნობილი ბიზნესმენის და გამომგონებლის ცხოვრებისეული გამოცდილება, შეცდომებისა და წარმატებების თქვენთვის გაზიარება. ეს წიგნი გახდება წარმატებისაკენ მიმავალ თქვენს გზაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც თქვენში მიძინებულ შესაძლებლობებს და ნიჭს გააღვიძებს, ის დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში და სხვადასხვა მანკიერებათა დაძლევაში.
გახსოვდეთ, ყოველ თქვენგანშია შანსი წარმატებისა, მთავარია რწმენა და მიზანსწრაფვა. გჯეროდეთ, ის ვინც წაიკითხავს ამ წიგნს და მის შინაარსს გაითავისებს, თავის შანსს ცხოვრებაში არ გაუშვებს.