პროფესორი ბერნარდ ლივეხუდი, ექიმი, ფსიქიატრი, პედაგოგი, მართვის ფსიქოლოგი და კონსულტანტი, იყო სამკურნალო პედაგოგიური სკოლის, ნიდერლანდების პედაგოგიური ინსტიტუტისა და დრიბერგენის თავისუფალი უმაღლესი სკოლის დამაარსებელი. მისი წიგნი, „ადამიანის ცხოვრების გზა“, რომელიც ავტორის მდიდარი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების ნაყოფია, ნიდერლანდებში დიდი ხნის განმავლობაში ბესტსელერს წარმოადგენდა. ავტორი მასში აღწერს ადამიანის ცხოვრების ფაზებს, კრიზისულ პერიოდებსა და წინსვლის შანსებს, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცხოვრების მეორე ნახევარს და განიხილავს, როგორც სულიერი განვითარების დიდი შესაძლებლობის შემცველ პერიოდს.