გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი (24 აპრილი, 1724 წ.-12 თებერვალი, 1804 წ.) თანამედროვეობის უდიდესი ფილოსოფოსი და კრიტიციზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია (კრიტიციზმი-ფილოსოფია, რომელიც განმანათლებლობის ჭვრეტითი რეგრესის შემდეგ შემეცნებისა და ცხოვრების საფუძვლებთან დაბრუნებას ესწრაფვის).
კანტი კენიგსბერგში, აღმოსავლეთ პრუსიაში დაიბადა. მისი მამა მეუნაგირე იყო, დედა კი – პიეტისტების სექტის წევრი. ეს სექტა ზნეობრივი ცხოვრების მკაცრ წესებს ქადაგებდა. ასეთივე მკაცრი ოჯახური ატმოსფეროს გავლენით ახალგაზრდა კანტს შესაბამისი ზნეობრივი შეგნება ჩამოუყალიბდა, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა მშობლიური ქალაქის ფედერიციანულ კოლეჯში სწავლის დროს. კოლეჯის შემდეგ კანტმა უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, სადაც ნიუტონისა და ვოლფის გავლენით შექმნილ ატმოსფეროში მეცნიერებასა და ფილოსოფიას ჩაუღრმავდა.