„იოგა წმინდა მეცნიერებაა, ხოლო პატანჯალი უდიდესი სახელია იოგას გზაზე. ასეთი ადამიანი დიდი იშვიათობაა. არ არსებობს სხვა სახელი, რომელიც მასთან ახლოს მივა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ამ კაცმა რელიგია მეცნიერების რანგში აიყვანა, რელიგია მეცნიერება გახადა - მხოლოდ კანონები და არანაირი რწმენა“.
„პატანჯალი იშვიათი ყვავილია. მას მეცნიერული გონება აქვს, მაგრამ მისი მოგზაურობა შინაგანია. სწორედ ამიტომ გახდა იგი პირველი და უკანასკნელი სიტყვა: ის არის ალფა და ომეგა. ხუთი ათასი წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი სწავლების გაუმჯობესება. ჩანს, თითქოს მისი მეტად დახვეწა შეუძლებელია. ის უკანასკნელ სიტყვად დარჩება, რადგან შეუძლებელ კომბინაციას წარმოადგენს. გქონდეს მეცნიერული განწყობები და შინაგანში შეაღწიო თითქმის შეუძლებელი ალბათობაა. იგი მათემატიკოსივით, ლოგიკოსივით საუბრობს“.