წიგნის ანოტაცია
ლატონის სიმპოზიუმში სოკრატე ამბობს: კაცი, რომელიც ცხოვრობს სიყვარულის მისტერიებით, ურთიერთობს არა ანარეკლთან, არამედ თავად ჭეშმარიტებასთან. შეიცნობს რა იგი ადამიანური ბუნების ამ მადლს, სიყვარულზე უკეთეს დამხმარეს ვერსად იპოვის.
მთელი ცხოვრებაა ათასობით სხვადასხვა ხერხით ვსაუბრობ სიყვარულზე, მაგრამ გზავნილი უცვლელი რჩება. არსებითია დაიმახსოვროთ რომ: რაზეც თქვენ ფიქრობთ, ის არ არის სიყვარული. არც სოკრატე საუბრობდა მაგ სიყვარულზე და არც მე.
თქვენი სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ბიოლოგიური მოთხოვნილება; იგი ქიმიაზე, თქვენს ჰორმონებზეა დამოკიდებული. ძალიან მარტივად შეიძლება შეიცვალოს – პატარა ცვლილება თქვენს ორგანიზმში და სიყვარული, რომელზეც ფიქრობდით, რომ მარადიული ჭეშმარიტება იყო, გაქრება.
თქვენ ლტოლვას ეძახით „სიყვარულს“, მაგრამ ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა.
სოკრატე ასე იწყებს – „ადამიანი, რომელიც სიყვარულის მისტერიებით ცხოვრობს...“ – და გახსოვდეთ, ლტოლვას არ ახასიათებს მისტერიები. ის მარტივი, ბიოლოგიური, თამამია; ყველა ცხოველმა, ყველა ფრინველმა, ყველა ხემ იცის ს. სიყვარული, რომელსაც იდუმალება ახასიათებს სრუიად განსხვავდება იმ გრძნობისგან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ადამიანები გამოსცდიან-ხოლმე.