ქართულად პირველად ითარგმნა დიდი რუსი ფილოსოფოსის ალეკსეი ლოსევის (1893-1988) მთავარი ფილოსოფიური თხზულება „მითის დიალექტიკა“ და მასზე „დამატება“, რომელიც XX ს-ის ქრისტიანული ფილოსოფიის დიდ მიღწევას წარმოადგენს.
ასევე პირველად ითარგმნა ქართულად ნაწყვეტები მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. ესენია: „ანტიკური სიმბოლიზმისა და მითოლოგიის ნარკვევები“; ამავე ნაშრომიდან „პლატონის მოძღვრება იდეებზე მის სისტემატურ განვითარებაში“; „აღორძინების ესთეტიკიდან“ – ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი.
გამოცემას წინ უძღვის მისი მთარგმნელის, ვიქტორ რცხილაძის წინასიტყვაობა. გამოცემას დართული აქვს მრავალრიცხოვანი შენიშვნები და კომენტარები.