მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის ლექციების ციკლი „ეზოთერული ქრისტიანობა და კაცობრიობის სულიერი წარმმართველობა“. ციკლს ერთვის მარია შტაინერის წინასიტყვაობა და ქმნის განსაკუთრებულ სულიერ განწყობას.
ციკლის ცალკეული ლექციები ჩატარდა სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ისინი თემატურად იყო გაერთიანებული. ამის გამო ზოგიერთი თემა მეორდება, მაგრამ სხვადასხვა კუთხით, რაც იძლევა სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას. რიგი საკითხებისა საფუძვლიანად აშუქებს და ნათელს ჰფენს ამჟამინდელ პერიოდში წარმოქმნილ უამრავ კითხვას, რომელიც აწუხებს თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე სულებს. ლექციების სტენოგრაფები არ გაკეთებულა, ამიტომ ტექსტები ძირითადად აღდგენილია დამსწრე მსმენელების ჩანაწერებით, რაც მათ გაგებასა და აღქმაში გარკვეულ სირთულეს ქმნის, ამიტომ რუდოლფ შტაინერის სხვა ციკლებისგან განსხვავებით, მისი დამუშავებისას საჭიროა მეტი ძალისხმევა, რისი გათვალისწინებათ მართებს მკითხველს.