ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი, მოაზროვნე, პოეტი, ესეისტი. თავდაპირველად ჯიდუ ოკულტისტების და თეოსოფოსების გარემოცვაში იზრდებოდა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მას უნებლიე ექსტაზის უნარი ჰქონდა, მესიადაც კი მიიჩნიეს. გარკვეული დროის შემდეგ, კრიშნამურტმა გადაწყვიტა ყველას გაცლოდა, ეპოვა თავისი გზა და მთავარ მიზნად დაისახა „თავისუფლების აღზრდა ჭეშმარიტების ძიებით“.
მისი საუბრები ნაწილობრივაა ჩაწერილი და გამოცემული. მისი აზროვნება – პრინციპული იმპროვიზაციაა; გააზრებულად გაურბის სტაბილურ ტერმინებს და დამკვიდრებულ სააზროვნო ფორმულებს; უარყოფს ყველა დასრულებულ წარმოდგენას ყოფიერებაზე; მსმენელისგან მოითხოვს არა დამახსოვრებას, არამედ თანამონაწილეობას; ჭეშმარიტების ნამდვილი შემეცნება, მისი ქადაგებების მიხედვით, გონების მოქმედების შედეგია.