»განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-1947, 1969) »ფრანკფურტის სკოლის« კრიტიკული თეორიის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ნაშრომია.
წიგნში მოცემულია თანამედროვე საზოგადოების ძირეული კრიტიკა. ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია მითოსიდან განმანათლებლობის წარმოშობა და განმანათლებლობის მითოსისკენვე შემობრუნება. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე სუბიექტის, მისი »თვითის«, ფორმირების ფილოსოფიურ თავდაპირველ ისტორიას და განიხილავს ზნეობრიობისა და უზნეობის თანხვედრას თანამედროვე საზოგადოებაში.
ამ წიგნში განხილულია კულტურის ინდუსტრიის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი მოტყუების მექანიზმები. ასევე, გაანალიზებულია განმანათლებლობის საზღვრები, რომლებსაც, ნაციონალსოციალიზმში განხორციელებული კატასტროფის შედეგად, ანტისემიტიზმის ელემენტები წარმოადგენენ.
პირველ ქართულ თარგმანს თან ახლავს დევი დუმბაძის ნარკვევი »განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის 'განმანათლებლობის დიალექტიკა' აქტუალური«.