თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას რომანი „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს.
ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ.
პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.