რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ნიკოლაი გოგოლის (1809 - 1852) „მკვდარი სულები“ იმ დიდ წიგნებს შორისაა, რომლებმაც თვალსაჩინო კვალი დატოვეს მწერალთა და მკითხველთა თაობებზე.
მთავარი გმირის, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის მოგზაურობას სოფლიდან სოფელში, ერთი მემამულის სამფლობელოდან მეორეში წარმოუდგენელი მიზანი აქვს: ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების შეგროვება.
XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთი მკითხველის თვალწინ მთელი სისავსით ცოცხლდება: უსწრაფესად გავრცელებული ჭორებით, უცაბედი გამდიდრების მსურველებით, ქრთამის აღებას დაჩვეული მოხელეებით, განსაცდელში ჩავარდნილი მებატონეებით, დაგირავებული ყმაგლეხობით...