წიგნის ანოტაცია
წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია:
პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს
მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს
დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ
დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ
დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში
დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე
წიგნს თან ერთვის მთარგმნელის გამოკვლევა და შენიშვნები.
„აღნიშნულ თარგმანს ღრმა მადლიერების გრძნობითა და დიდი მოწიწებით ვუძღვნი საუნივერსიტეტო სივრცეში ჩემი პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელის, კანტის შემოქმედების დაუღალავი მკვლევრის, აკადემიკოს გურამ თევზაძის (1932-2018 წწ.) ხსოვნას.“ – მთ. გ.თავაძე.