წიგნში „ძილი და სიზმარი“ საუბარია თეორიაზე, რომელშიც ქიმიური ელემენტების გამოყოფა ძილს უკავშირდება.
ავტორი ძილს ახასიათებს, როგორც ადამიანის მოდუნებულობას გარე სინამდვილის მიმართ, რეაგირების ნაკლებობას, ცნობიერების შესუსტებულ გამოვლინებას, რითაც სხეული და ტვინი დუნდება და ხდება ენერგიის აღდგენა. წიგნში ყურადღება ეთმობა ინტერპრეტაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სიზმრების ღვთიურ, მისტიკურ თუ ეზოტერულ ფენომენად მოაზრებას.
სიზმრის ახსნა მიმდინარეობს როგორც ავტორისეულ, ასევე, ფროიდისა და იუნგის მოსაზრებებზე დაყრდნობით. საუბარია სიზმრის ცნობიერების მექანიზმებზე და სიზმარში არაცნობიერისა და დაფარული სურვილების მკაფიო როლზე.