ამ ინოვაციურ წიგნში სტივენ კოვი გვიხსნის, თუ როგორ შეუძლია ნდობის მოპოვების სისწრაფეს ადამიანებს კარიერულ წინსვლაში, ხოლო ორგანიზაციებს – მოგების გაზრდაში დაეხმაროს და ურთიერთობები მეტად ჯანსაღი გახადოს. ავტორი სამ შთამაგონებელ იდეას წარმოგვიდგენს: უპირველეს ყოვლისა, ნდობა არა მხოლოდ სოციალური ღირებულებაა, არამედ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორიც. როცა ნდობის ხარისხი იზრდება, სისწრაფეც მატულობს. ნდობა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, გაზომვადი ცვლადია. მეორე მთავარი მიგნება გულისხმობს, რომ ნდობის მოპოვებისა და მისი განმტკიცების უნარი უპირველესი კომპეტენციაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის პირობებში თანამედროვე ლიდერებს სჭირდებათ. დაბოლოს, ნდობის მოპოვების სწავლა შესაძლებელია. ნდობა ისეთი უნარია, რომელიც შეგიძლია განივითარო და სხვასაც ჩაუნერგო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ნდობა, ავამაღლოთ ნდობის ხარისხი, შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ და ნდობა ჩვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და ძალად ვაქციოთ.