წიგნის ანოტაცია
ფირუზ ქაზემზადეს წიგნი „ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921“ არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა დასავლურ აკადემიურ წრეებში აღეწერათ და გაეაზრებინათ ისტორიის ეს პერიოდი.
წიგნში ფართო მკითხველისათვის გასაგები ენით აღწერილია 1917 წლის რუსეთში დატრიალებული მოვლენების გამოძახილი ამიერკავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა ამიერკავკასიაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ვითარებაზე. წიგნი ნათლად აღწერს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დაშლის მიზეზებს და საქართველოს დამოუკიდებლობის წინაპირობებს. წიგნში გაანალიზებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში დატრიალებული მოვლენებიც და ამ სამი ახლადაღმოცენებული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ისტორია. აღწერილია ბოლშევიკური რუსეთის არმიის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაცია.
წიგნი პირველად 1951 წელს გამოიცა და, გასაგები მიზეზების გამო, ხელმიუწვდომელი იყო ქართველი მკითხველისათვის. ეს არის ამ წიგნის პირველი თარგმანი ქართულ ენაზე. წიგნში გამოყენებულია იმ დროისათვის ხელმისაწვდომი საარქივო მასალები და მოგონებები. ძირითადი დაკვნები და დებულებები სწორია და გაზიარებულია თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც.
ავტორის შესახებ: ფირუზ ქაზემზადე (1924-2016) ირანელი დიპლომატის ოჯახში დაიბადა და დაწყებითი განათლება მოსკოვში მიიღო, სადაც მამამისი ირანის საელჩოში მუშაობდა. ოჯახი შემდეგ აშშ-ში გადავიდა და 1944 წელს, მეცნიერმა სწავლა განაგრძო სტენფორდის უნივერსიტეტში. 1947 წელს მანდვე მიიღო მაგისტრის დიპლომი. 1950 წელს ფ.ქაზემზადემ ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის წოდება რუსეთის ისტორიის განხრით. 1954-1957 წლებში ჰარვარდის პროფესორი იყო, ხოლო დანარჩენი კარიერის განმავლობაში – იეილის უნივერსიტეტისა.