წიგნის ანოტაცია
წინამდებარე ციკლთან დაკავშირებით 1910 წლის მარტში თეოსოფიური საზოგადოების ჰამბურგის შტომ გაავრცელა საინფორმაციო წერილი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ციკლის ძირითადი თემები, რომელიც მკითხველს რეალურ წარმოდგენას შეუქმნის ამ ციკლის შინაარსზე:
„ამა წლის 15-28 მაისს ჰამბურგში რუდოლფ შტაინერი წაიკითხავს მოხსენების ციკლს თემაზე: „კარმის გამოცხადებები“. – კარმის არსი დამნიშვნელობა ცალკეული პიროვნებისთვის, ინდივიდუალობა, კაცობრიობა, დედამიწა, სამყარო. დაავადება და ჯანმრთელობა კარმასთან მიმართებით. გამოჯანმრთელება და განუკურნებლობა კარმასთან მიმართებით. ცხოვრებისეული (უბედური) შემთხვევები კარმასთან მიმართებით. ბუნებრივი მოვლენები, ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ეპიდემიები. უმაღლესი არსებების კარმა. სიკვდილი და დაბადება კარმასთან კავშირში. თავისუფალი ნება და კარმა კაცობრიობის განვითარების მომავალში“.
ვფიქრობ, წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება არა მარტო ანთროპოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ზოგადად აინტერესებს კარმა და ბედისწერა.