ნორბერტ ბოლცი (დ. 1953) თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მედიის და კომუნიკაციის თეორეტიკოსი, დიზაინის მკვლევარი და გერმანიაში არასიმულაციური ნონკონფორმიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.
„ფილოსოფია მარტომყოფი და თავისუფალი აზროვნებაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდებოდა მისი ინსტიტუციონალიზება, პარადიგმებში მოქცევა, სააზროვნო სტილებზე მიბმა. დღეს ფილოსოფია, უმთავრესად, უნივერსიტეტების – ე.ი. მოხელეების და მეცნიერებათა დეპარტამენტის – მიერ პრეზენტირდება. ამას შეესატყვისება ჩვენი სასწავლო დაწესებულებების ხელწერაც: მათ ხომ უკვე სწავლება კი არა, მითითებების მიცემა სურთ“.